კრიშტიანუ რონალდუ უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. გარდა იმისა, რომ სპორტულ კარიერაში უამრავი მიღწევა აქვს, საკმაოდ სიმპატიური გარეგნობის წყალობით ხშირად მონაწილეობს სარეკლამო რგოლებში და მშვენიერი სქესის წარმომადგენლების ნამდვილი გულთამპყრობელია. თუმცა მისთვის არც უხეში ქმედებებისა თუ საფეხბურთო მოედანზე დაშვებული შეცდომების გამო კრიტიკაა უცხო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, რამდენიმე ხნის წინ რონალდუს საქციელმა გულშემატკივრები განსაკუთრებით ააფორიაქა.
ფეხბურთელი საფეხბურთო მოედანზე თავისებური ვარცხნილობით წარდგა, რამაც ბევრის ყურადღება მიიპყრო. მას კეფაზე ორი სწორი ხაზი ჰქონდა, რასაც სტილისტის შეცდომას ნამდვილად ძნელად თუ დაარქმევდით.
ბევრმა გადაწყვიტა, რომ ეს მორიგი მოდური ტრენდი იყო, ზოგმა კი ჩათვალა, რომ ორი ხაზი გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენდა. სინამდვილეში კი საქმე შემდეგში ყოფილა:
როგორც აღმოჩნდა, კრიშტიანუ საქველმოქმედი საქმიანობას ეწევა და ცოტა ხნის წინ კიბოთი დაავადებული ბიჭუნას ოპერაციის თანხა გადაიხადა. ოპერაციის შემდეგ პატარას კეფაზე ორი შრამი დარჩა. ბიჭუნას მხარდასაჭერად, ფეხბურთელმა თავადაც გაიკეთა მსგავსი ზოლები...
იცით რატომ ქონდა რონალდუს კეფაზე ორი ხაზი დახაზული? - ამ ამბავმა ბევრი აატირა...
12-03-2023, 10:43
გაზიარება
მოინახულეს 3 707-ჯერ
კომენტარები
24-04-2024 10:32
0
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
120
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
811
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად
23-04-2024 09:46
119
“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – გიორგი ქოჩორაშვილი
ვრცლად