დიახ, თუ რამ სასწაული და გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩათვალეთ რომ გიორგი მამარდაშვილი დღედღეზე ბაიერნის ფეხბურთელი გახდება, - ეს ჩვენი სიტყვები არ გეგონოთ, ეს გერმანელი კოლეგის, პოპულარული კიკერის ჟურნალისტისა და ჩვენი ძველი მეგობრის ვოლფგან შმიდტის სიტყვებია წერილიდან,
რომელიც ჩვენი ამ კითხვის საპასუხოდ დაგვიბრუნა: რა ხდება გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით?კოლეგა, რომელიც საკმაოდ ჩახედულია ბაიერნის სამზარეულოში, გვწერს, რომ გიორგი მამარდაშვილის ბაიერნში გადასვლის ამბავი 99 პროცენტიანი ალბათობით, გადაწყვეტილია. საქმე მარტივადაა: მიუნხენელები, დღესდღეობით ნომერ პირველ მეკარე იან ზომერს ასევე 99 პროცენტიანი ალბათობით ინტერს დაუთმობენ, მის ნაცვლად კი კონტრაქტს გიორგის გაუფორმებენ. ამჟამად, სწორედ მამარდაშვილის აგენტთან მიმდინარეობს კონტრაქტზე მუშაობა და თითქმის ყველა საკითხი მოგვარებულია. საუბარია ბაიერნი - მამარდაშვილის 5-წლიან თანამშრომლობაზე. გიორგი გერმანულ გრანდში პირველი მეკარის სტატუსით გადავა, რადგანაც მანუელ ნოიერმა დღეს-ხვალ ფეხზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს და მინიმუმ 6 თვე უნდა დაისვენოს, ხოლო 6 თვის მერე რა იქნება, ღმერთმა იცის... მილანისა და აიაქსის შემდეგ ქართველს ამ დონის გუნდში არ უთამაშია...
აღნიშნულ ინფორმაციას ქართული გამოცემა leadersport.ge ავრცელებს
99 % გადაწყვეტილია! - მამარდაშვილი მსოფლიო ფეხბურთის გრანდში ითამაშებს!
18-07-2023, 10:00
კომენტარები
20-01-2025 22:00
0
„ჩემი გული...“ - ზურიკო დავითაშვილის მეუღლე უთბილეს კადრებს გვიზიარებს
ვრცლად
20-01-2025 17:19
810
ის რაც აქამდე არ გინახავთ – ხაბიბ ნურმაგომედოვის წარმოუდგენელი საქციელი როდესაც დვალიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადეს
ვრცლად
20-01-2025 16:08
103
"ბრძოლას ვერ ვუყურე..." - მერაბ დვალიშვილის მშობლებისა და ახლობლების პირველი ემოციები, დიდი გამარჯვების შემდეგ
ვრცლად
20-01-2025 13:16
174
“ერთი სული მაქვს…” – რუსი პიოტრ იანი, რომელიც დვალიშვილმა ერთხელ უკვე დაამარცხა, ქართველს ბრძოლაში იწვევს – რას წერს სოციალურ ქსელში ?
ვრცლად