მიქაელ ესიენი "ინტერში" ?

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 01-ოქტ, 20:309 slim4me 1584


ინგლისური "ჩელსის" განელი ნახევარმცველი ესიენი , მილანის "ინტერის" სელექციონერთა ობიექტვიში მოხვდა. განელი ნახევარმცველი მილანელთა მთავარი სამიზნეა, ისინი მის შეძენას იანვრის სატრანსფერო ბაზარზე აპირებენ. მიმდინარე სეზონში 27 წლის ჩამშლელმა, 6 მატჩი ითამაშა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

მიქაელი "ჩელსიში" დიდი ხანი გამოდის. მას არაერთხელ უთამაშია დიდ მატჩებში. ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია ცენტრში. მას ქონდა გუნდში ადგიოლი ყველა მწვრთნელის მუშაობის დროს. ჟოზე მოურინიო მას დიდ ნდობას უცხადებდა. მას ჰქონდა მოედანზე დიდი სივრცე. იდეალურად გამოიყენეს განელი ასევე, ავრაამ გრანტმა და გუს ჰიდინკმაც. ამჯერად ის კარლო ანჩელოტის განკარგულებაშია. ანჩელოტის გადაწყვეტილებით "ჩელსიმ" ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელი რამირესი შეიძინა. რისი სახითაც ესიენის მომავალი კონკურენტი სწორედ რამირესი იქნება.

მილანის "ინტერი" კი უკვე მეორე წელია ცდილობს ნახევარმცველის დამატებას. 2009 წლის ზამთრის სატრასფერო ფანჯრის გახსნს შემდეგ "ინტერი" რეალის ვიცე კაპიტანის გუტის ყიდვას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ესპანელი თუქეთში წავიდა სათამაშოდ. ინტერნაციონალეს აშკარად ცენტრის გამაგრება სურს. 2 თვის წინ კი მორატიმ კაკას შეძენის სურვილი გამოთქვა. რაზეც ბრაზილიელმა სასტიკი უარი განაცხადა. ახლა კი ჯერი მიქაელ ესიენზეა.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)