დღის ახალი ამბები

კვარა საავადმყოფოში - რა შეემთხვა ქართველ ფეხბურთელს ?

კვარა საავადმყოფოში - რა შეემთხვა ქართველ ფეხბურთელს ?
17-11-2023, 13:56

შოტრანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ამის შესახებ GEO TEAM წერს.

„შოტლანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში, ერთ-ერთ სავარჯიშო ეპიზოდში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო.

ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე 2-ჯერ წაიყვანეს, მას თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც მისი თამაში შოტლანდიის წინააღმდეგ სარისკო იყო.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის პასუხი იყო შემდეგი: მას ნებისმიერ შემთხვევაში სურდა 16 ნოემბერს დინამო არენაზე თამაში.

გამოვიდა მოედანზე, დადგა Show, გაიფორმა დუბლი და დაამტკიცა, რომ TOP ფეხბურთელის გარდა, საქართველოს ჰყავს მოთამაშე, რომლისთვისაც მისი ქვეყნის ღირსების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია“, - ვკითხულობთ პოსტში.




გაზიარება
მოინახულეს 1 832-ჯერ
კომენტარები
რეკლამა