დღის ახალი ამბები

“კვარაცხელია ? მასზე ამას ვიტყვი” – ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ ხვიჩას შესახებ ისაუბრა

“კვარაცხელია ? მასზე ამას ვიტყვი” – ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ ხვიჩას შესახებ ისაუბრა
22-01-2024, 09:28

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ნაპოლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო მატჩში ნათელი წერტილი კვარაცხელია იყო.

“ნაპოლიში ბევრი პრობლემებია. ბოლო მატჩში რაც დავინახე და შევამჩნიე ეს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იყო. კვარა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გუნდში. ბოლო 20 წუთში ნამდვილი კვარაცხელია დავინახე. ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია შეზღუდულ ზონებში დრიბლინგი და თავის თავზე თამაშის აღება” – განაცხადა კაპელომ la Gazzetta dello Sport-თან

წყარო: pnews.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 687-ჯერ
კომენტარები
რეკლამა