დღის ახალი ამბები

ბენზემა კვლავ რეალში ? - ანჩელოტიმ ამ კითხვას უპასუხა

ბენზემა კვლავ რეალში ? - ანჩელოტიმ ამ კითხვას უპასუხა
28-01-2024, 08:53

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კარიმ ბენზემა "სამეფო გუნდში" არ დაბრუნდება და ეს სრული სიცრუეა.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ბენზემასთან დაკავშირებით კლუბთან არანაირი საუბარი არ მქონია და შესაბამისად, ის ჩვენთან არ ბრუნდება", - ციტირებს ანჩელოტის ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მის "ალ-იტიჰადიდან" შესაძლო ამბავს ჭორი თავად ფრანგმაც უ
წოდა.

ბენზემამ 14 სეზონში "რეალის" მაისური ჯამში 648 შეხვედრაში მოირგო და 354 გოლი გაიტანა, რაც გუნდის ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგია.

წყარო: sportall.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 275-ჯერ
კომენტარები
რეკლამა