დღის ახალი ამბები

რას აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ

რას აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ
2-02-2024, 09:43

ინგლისის „უოტფორდმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „გენტიდან“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი გამოისყიდა და ქართველ ფეხბურთელთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა – ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბში 2027 წლამდე დარჩება.

„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ „უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძესთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა და იგი მომდევნო სამი წელი ჩვენთან ითამაშებს“, – გაავრცელა ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კლუბის პრესსამსახურმა ქართველი ფეხბურთელის კომენტარიც გამოაქვეყნა:

„ხელშეკრულების გაფორმებით მოხარული და ბედნიერი ვარ. თანდათან ყველაფერს შევეგუე – თანაგუნდელებს, პერსონალს და ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივრებს. მოხარული ვარ, რომ „უოტფორდის“ ნაწილი გავხდი. ყველაფერი მომწონს – საქმისადმი მიდგომა, პროფესიონალიზმი, ფანტასტიკური გარემოა განვითარებისთვის.

საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში გადასვლა, შესაძლოა, არაკომფორტული იყოს, მაგრამ აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. წინ დიდი გამოწვევებია, რომლებსაც ყველა ერთად გადავლახავთ. რა თქმა უნდა, მიზანი ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაა, ეს ყველას გვინდა – მოთამაშეებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს.

მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივარ და მიხარია, რომ „უოტფორდსაც“ იგივე მენტალიტეტი აქვს. ყოველთვის ვცდილობთ დადებითი შედეგის მიღწევას. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მაქსიმალური მოთხოვნები დავუსახოთ, შემდეგ კი ძალისხმევა არ დავიშუროთ მათ მისაღწევად.
მადლობა „უოტფორდის“ გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და მადლიერებისთვის. პირველივე თამაშის შემდეგ მათგან დიდი სიყვარული ვიგრძენი – ეს სიმშვიდეს, თავდაჯერებას მმატებს.

მინდა, ერთად აღვნიშნოთ ბევრი გამარჯვება და ქომაგები გავახაროთ, „უოტფორდი“ ერთი დიდი ოჯახია. წარმატებისთვის ასეთი გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ავტორი - მერაბ მამულაშვილი

წყარო: 1tv.ge





გაზიარება
მოინახულეს 438-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - დევიდ ბექჰემი
  2. ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
  3. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  4. კვარაცხელიას ტრავმა და სავარაუდო შემადგენლობა - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
  5. სკანდალი ბასილაშვილების ოჯახში - “ნიკა არც “ჰერმესს” აკლებდა და არც “დოლჩე გაბანას” ცოლს” – რას წერს ბასილაშვილის ახლობელი სოციალურ ქსელში
რეკლამა