დღის ახალი ამბები

რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებით?

რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებით?
18-02-2024, 09:33

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ილიას საბაზისო ანაზღაურება 500 ათას დოლარს შეადგენდა, წარმატების შემდეგ მან კიდევ 32 ათასი მიიღო, ასევე თოფურიას ბრძოლა საღამოს მთავარ წარმოდგენად შეფასდა, რის გამოც, ილია დამატებით 50 000 დოლარს მიიღებს. 

ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.





გაზიარება
მოინახულეს 8 426-ჯერ
კომენტარები
რეკლამა