დღის ახალი ამბები

მერაბ დვალიშვილის წარმოუდგენელი ბრძოლა, სადაც ქართველმა გაგუდვას 1 წუთის მანძილზე გაუძლო (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილის წარმოუდგენელი ბრძოლა, სადაც ქართველმა გაგუდვას 1 წუთის მანძილზე გაუძლო (ვიდეო)
20-02-2024, 11:07

ტლანტიკ სიტიში გამართული ორთაბრძოლის უმეტესი ნაწილი 27 წლის ქართველის უპირატესობით წარიმართა, თუმცა, მესამე რაუნდის მიწურულს საიმონმა, რომელიც „უეფსიში“ სადებიუტო ბრძოლას ატარებდა, მერაბი ეგრეთ წოდებულ გილიოტინაზე დაიჭირა და განძრევის შესაძლებლობა მოუსპო.

 დვალიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი თითქმის ერთი წუთი ბოლომდე გაუძლო მახრჩობელა ილეთს და დანებების შესახებ არც ხელის მოძრაობით უნიშნებია, თუმცა, არბიტრებმა მიიჩნიეს, რომ ქართველმა გონება რაუნდის დასრულებამდე დაკარგა და ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაუთვალეს. დასანანი მარცხის მიუხედავად, მერაბ დვალიშვილმა არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ასოციაციის ბოსების პატივისცემა და ფინანსური წახალისებაც დაიმსახურა.

ბევრი ექსპერტის ვარაუდოდ აქ მსაჯებმა და ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, რეალურად გამარჯვება კი ქართველს ეკუთვნოდა.





გაზიარება
მოინახულეს 1 299-ჯერ
კომენტარები
რეკლამა