დღის ახალი ამბები

კვარა საუკეთესოა! - რა შეფასება მიიღო ქართველმა "სასუოლოსთან" შეხვედრაში?

კვარა საუკეთესოა! - რა შეფასება მიიღო ქართველმა "სასუოლოსთან" შეხვედრაში?
29-02-2024, 08:18

იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურში, ნაპოლი სასუოლოს ეწვია და შავი დღე აყარა.

 მართალია მასპინძლები რაჩიჩის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა პარტენოპეი ამის შემდეგ ათამაშდა და მოწინააღმდეგეს 6 გოლი გაუტანა.  3 გოლი და საგოლე გადაცემა ოსიმენის ანგარიშზეა, 

კვარაცხელიამ კი 2 გოლს საგოლე გადაცემა მიუმატა. ეს ნამდვილი KO არის, რომელიც დაბრუნდა. სტუმართაგან 1 გოლი ამირ რაჰმანიმ გაიტანა.  მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელმა უფრო მეტი გაიტანა, Whsocored.com-ის მიხედვით, 

კვარამ მაინც ოდნავ მაღალი და თან საუკეთესო შეფასება - 10! - მიიღო, ვიქტორმა 9.9. 

წყარო: leadersport.ge





გაზიარება
მოინახულეს 898-ჯერ
კომენტარები
რეკლამა