დღის ახალი ამბები

ნაპოლიმ იუვენტუსთან მოიგო - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ?

ნაპოლიმ იუვენტუსთან მოიგო - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ?
4-03-2024, 04:57

სერია ა-ს 27-ე ტურში ნაპოლიმ იუვენტუსს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 

ანგარიში 43-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, 81-ზე ფედერიკო კიეზამ გაათანაბრა, 7 წუთში კი შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ შეაგდო. შჩესნიმ ოსიმენის დარტყმული პენალტი მოიგერია, იტალიელმა კი ყველას დაასწრო.
 
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 93-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა Whoscored.com-ზე ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი 8.0 შეფასება მიიღო. 

ნაპოლი სერია ა-ში 43 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდა და შემდეგ ტურში ატალანტას შეხვდება. 

იხილეთ გოლი 

წყარო: leadersport.ge




გაზიარება
მოინახულეს 2 306-ჯერ
კომენტარები
რეკლამა