დღის ახალი ამბები

ცნობილია გრანდი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია კარიერას გააგრძელებს!

ცნობილია გრანდი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია კარიერას გააგრძელებს!
4-03-2024, 12:08

calciomercato და La Gazzetta dello Sport-ი იტყობინებიან, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

ზაფხულში კილიან მბაპე "რეალში" გადავა და პარიზული კლუბი მის შემცვლელად, კვარაცხელიას გარდა, ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) და რაფაელ ლეაოს (მილანი) კანდიდატურებს განიხილავს. აღნიშნულია, რომ ქართველი პსჟ-ისთვის პრიორიტეტულია.

ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 80 მილიონი ევროა.

აღნიშნულ საკითხზე "ჩემპიონატთან" კომენტარი "კვარას" აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა: "ბარსელონა" და პსჟ? რა თქმა უნდა, ტოპ-კლუბებისგან წინადადებებიარის. შეხედეთ მას! როგორ შეიძლება არ იყოს შემოთავაზებები? მაისში უფრო მეტი გაირკვევა".


sportall.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 075-ჯერ
კომენტარები
რეკლამა