მადონინა – 3:0

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 03-აპრ, 09:449 slim4me 1508


იტალიის სერია ა–ს 31–ე ტურის ცენტრალურ მატჩში "მილანმა" "ინტერი" გაანადგურა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 3:0.

"ნერიაძურის" დაცვა საშინლად გმაოიყურებოდა, მატჩის პირველ წუთზე რობინიომ ისარგებლა ცენტრალური მცველების შეცდომით და ჟულიო სეზარს მარჯვენა კუთხეში დაურტყა, ამ უკანასკნელმა უხეიროდ მოიგერია, დამატებაზე პატომ არავის აცალა დაარყა და ანგარიშიც გახსნა – 1:0 .

"ინტერი" შეეცადა გაეთანაბრებინა, თუმცა პაცინისა და ეტო'ოს დარტყმის გარეშე ნომინალურ სტუმრებს არაფერი შეუქმნიათ. "მილანის" ანგარიშზე შეიძლება ჩავწეროთ ვან ბომელის დარტყმა.
მადონინა – 3:0

მატჩის გადამწყვეტი მომენტი 54–ე წუთზე დაფიქსირდა, როცა პატო მეკარესთან ერთი ერთზე გადიოდა, თუმცა კივუმ ის აკრძალული ილეთით შეაჩერა და წითელი ბარათიც დაიმსახურა.

62–ე წუთზე ჟულიო სეზარს კიდევ ერთხელ მოუხდა საკუთარი კარის ბადედან ბურთის გამოტან. ზეედორფმა შესანიშნავი პასი გაუკეთა აბატეს, დარტყმა ბურთი თავზე ხვდება პატოს და 2:0 .
მადონინა – 3:0

88–ე წუთზე "ნერაძურიმ" კასანოს უფლება მისცა პენალტი დაერტა. ამ უკანასკნელმაც იმედი არ გაუცრუა "როსონერის" გულშემატკივრებს – 3:0. გატანილი გოლის შემდეგ ანტონიომ მაისური გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო. დამატებულ წუთებზე საკუთარ ნახევარზე დაცვით ფუნქციების შესრულების დროს კასანომ, კიდევ ერთხელ იუხეშა და ყვითელი ბარათი, შესაბამისად იტალიელმა თავის მეგობრებზე ადრე დატოვა მოედანი წითელი ბარათის გამო .

ამჟამად "მილანს" 65 ქულა აქვს და 5 ქულით უსწრებს თანაქალაქურ კლუბს .




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:







Filtered Filtered








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (53)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)