დღის ახალი ამბები

მალულად სად იმყოფებოდნენ თბილისში ბერძენი ფეხბურთელები თამაშამდე 1 დღით ადრე ?

მალულად სად იმყოფებოდნენ თბილისში ბერძენი ფეხბურთელები თამაშამდე 1 დღით ადრე ?
25-03-2024, 23:18

Geo Team-მა დღეს გაავრცელა “სტამბაში“ მყოფი ბერძენი ფეხბურთელების ფოტო. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე საბერძნეთის ნაკრების 4 ფეხბურთელი: კონსტანტინოს ციმიკასი, კონსტანტინოს მავროპანოსი, ანასტასიოს ბაკასეტასი და ვანგელის პავლიდისი თბილისი მერიოტიდან ფეხით სტამბაში გადმოვიდნენ, ჭამეს და უკან დაბრუნდნენ.

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები თბილისში ფეხით თავისუფლად გადაადგილდებიან....

როგორც გავიგე, არალეგალურად გამოვიდნენ სასტუმროდან და თავისუფლად გადაადგილებაში მაგას ვგულისხმობთ. ვინმე დახვდეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოსთქო, ეგ არსად წერია“- წერდა Geo Team. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელების რესტორანში ვიზიტის შესახებ, მართლაც არაფერი იცოდა ნაკრების მწვრთნელმა.

"No Comment!" - საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე დახურული შეკრებიდან ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ. თუმცა დღეს ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციის კომენტარებში მიდიოდა ჩვენი დამოძღვრა, რომ "არაფერი ისეთი" არ მომხდარა.“- წერს Geo Team

წყარო: Geo Team & palitravideo.ge




გაზიარება
მოინახულეს 3 603-ჯერ
კომენტარები
რეკლამა