დღის ახალი ამბები

"5 თვე შოკოლადიც არ მიჭამიაო, არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ…” – რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

"5 თვე შოკოლადიც არ მიჭამიაო, არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ…” – რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე
26-03-2024, 08:18

გადაცემაში “სპორტი იმედზე” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ლუქსემბურგთან მატჩში დუბლის ავტორ ბუდუ ზივზივაძეზე საინტერესო ისტორია გაიხსენა.
 
“არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების პირადი დამოკიდებულება, ბუდუზე ვამბობ.
 
როცა ჩამოვიდა და ვესაუბრე, ვუთხარი – ძალიან მჩატე ხარ და შეფერთხილი-მეთქი. კი, კიო, ამ თამაშისთვის ისე ვემზადები, რომ 5 თვე შოკოლადიც არ მიჭამიაო”, – გაიხსენა იაშვილმა.

წყარო: marca.ge




გაზიარება
მოინახულეს 887-ჯერ
კომენტარები
რეკლამა