რამდენიმე თვის წინ ვილიო სანიოლმა განაცხადა, რომ მან შეიძლება საქართველოს ნაკრები დატოვოს, მაგრამ გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა სადმე წასვლა სრულად გამორიცხა.
- ბევრი ფიქრობდა, რომ უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგ ხალხში, კარგ ქვეყანაში და კარგ პროფესიონალებში მოვხდი და აქ მუშაობა მიხარია!..
რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, როცა მიზანს აღწევ. მაგრამ ამისთვის გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოგდის და ხან - არა. მოთმინებაც ამიტომაა საჭირო...
მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი მთელი გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც შენს სამუშაოს მოაქვს...
ბევრი ვივარჯიშეთ პენალტებში და როცა სერია იწყება, უნდა შეარჩიო, თუ ვინ დაარტყამს. პირველად ქოჩორაშვილმა ისურვა დაარტყა. ის დიდი ხანი არ არის რაც, ჩვენს ნაკრებშია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ათია წელია ამ გუნდშია. მან შეცვალა ნაკრები...
ან თუნდაც დვალი, რომელმაც ასე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსუყრს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა - აცხადებს ვილი.
წყარო: lelo.ge
დატოვებს თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებს? - ფრანგმა სპეციალისტმა თავის მომავალზე ისაუბრა
27-03-2024, 11:34
გაზიარება
მოინახულეს 1 852-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
534
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
202
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
346
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
932
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად