დღის ახალი ამბები

თუ ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს გსურთ დაესწროთ, ნახეთ, რა თანხის გადახდა მოგიწევთ, ამ დროის მონაცემებით

თუ ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს გსურთ დაესწროთ, ნახეთ, რა თანხის გადახდა მოგიწევთ, ამ დროის მონაცემებით
Yesterday, 12:13

ავიაკომპანია Wizz air-მა გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა.

მხოლოდ ერთკვირიანი შუალედის - 10 ივნისისა და 17 ივნისის ბილეთებს შორის ფასი თითქმის 3-ჯერ არის მომატებული. ავიაკომპანიის ვებგვერდზე 10 ივნისის ბილეთი ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ერთ ადამიანზე 609 ლარი ღირს, 17 ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319 ლარი, 21 ივნისს კი 1 060 ლარი.

შედეგად, გამოდის, რომ საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშზე ფეხბურთის გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა საშუალოდ (ამ დროისთვის არსებული ფასებით) 2 435 ლარი დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

Aegean airlines 3974.47
wizzair - 1,455.13
lutftansa- 1415-1580
Austrian airlines - 11.27.72
AIR BALTIC - 4204.73

წყარო: palitravideo.ge





გაზიარება
მოინახულეს 468-ჯერ
კომენტარები
რეკლამა