PFA-მ ნომინანტები დაასახელა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 05-აპრ, 16:289 slim4me 1630


როგორც დეილი მეილი იუწყება, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტები გამოაცხადა. ექვსკაციან სიაში მოხვდა "ბლექპულის" კაპიტანი ჩარლი ადამი.

ადამმა თავისი გოლებით გუნდს ინგლისის "პრემიელიგაშ" დარჩენის შანსი შეუნარჩუნა, ის ამ პრიზის მოგების ერთ–ერთი მთავარი პრეტენდნეტია .

ბოლო 12 თვის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვება 17 აპრილს გაიმართება. ადამს კონკურენციას გაუწევენ: "ტოტენჰემის" უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი, "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი სკოტ პარკერი, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი, "მანჩესტერ იუნაიტედის" სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი და "არსენალის" ფრანგი გამთამაშებელი სამირ ნასრი .

ბოლო ოთხი წლის მანძილზე საუკეთესო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ხდებოდა. 2007 და 2008 წლებში საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუ გახდა, 2009–ში რაიან გიგიზი, ხოლო ამჟამინდელი გამარჯვებული უეინ რუნია.

ასევე PFA აჯილდოვებს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს. ნომინირებულნი არიან: "არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი, "მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტი, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ნანი და სიმუს კოულმენი "ევერტონიდან" .


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (194)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი