დღის ახალი ამბები

"ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

"ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარს და­უ­ვი­წყა­რი და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი აჩუ­ქა. ჩვე­ნი გუნ­დი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. ამ გა­მარ­ჯვე­ბის მიღ­მა თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის უდი­დე­სი მონ­დო­მე­ბა და შრო­მაა. ერ­თია ფი­ნა­ლი და ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბა და მე­ო­რე გზა, რო­მელ­მაც ჩვე­ნი გუნ­დი ფი­ნა­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

სხვა და­ნარ­ჩენ სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად ამ წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეა, რო­მე­ლიც ფა­ნებ­მა ნაკ­რებ­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იყ­ვა­რეს.

"ჩვენ ეს შევ­ძე­ლით, ყვე­ლამ ერ­თად დავ­წე­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამას იმ­სა­ხუ­რებს! სა­ო­ცა­რი ემო­ცი­აა პე­ნალ­ტე­ბით გა­მარ­ჯვე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის. @euro2024, ჩვენ მოვ­დი­ვართ", - და­წე­რა "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

გი­ორ­გი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შტა­ტი­ა­ნი პე­ნალ­ტის­ტია, ამი­ტომ, როცა საქ­მე თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბამ­დე მიდ­გა, არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია, რომ სა­ბერ­ძნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის და­სახ­ლე­ბულ ხუ­თე­ულ­ში გი­ორ­გიც აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ჟორჟს, რო­გორც მას საფ­რან­გეთ­ში ეძა­ხი­ან, არ გა­უ­მარ­თლა, მისი დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი კარს ას­ცდა. თუ რო­გორ ინერ­ვი­უ­ლა, რო­გორ გა­ნი­ცა­და ეს უიღ­ბლო­ბა, მო­ე­დან­ზე­ვე გა­მოჩ­ნდა... თუმ­ცა ასე­თი რამ უდი­დეს ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც ემარ­თე­ბა, სხვას ყვე­ლას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, რო­ბერ­ტო ბა­ჯოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პე­ნალ­ტიც კმა­რა გა­სახ­სე­ნებ­ლად. ასე, რომ ჩვენ­მა ბიჭ­მა გული არ უნდა გა­ი­ტე­ხოს. წინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ გი­ორ­გი, კი­დევ არა­ერ­თხელ გაგ­ვა­ხა­რებს და გვა­სა­ხე­ლებს.
"მი­ქა­უ­ტა­ძე არ­სად ჩანს და ყვე­ლამ ვი­ცით, მის გულ­ში რაც ხდე­ბა... პე­ნალ­ტე­ბი ისეთ ვარ­სკვლა­ვებს გა­უ­ფუ­ჭე­ბი­ათ ეგე­თე­ბი, რომ აღარ გან­მე­ორ­დე­ბი­ან. ამი­ტომ დიდი წარ­მა­ტე­ბა მას, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა დიდ ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს. "მი­ქაა", ვა­მა­ყობთ შე­ნით", - წერს გი­ორ­გის ერთ-ერთი ფანი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში
"გიო, შენ გე­ნაც­ვა­ლე, არა­ვის ახ­სოვს ის პე­ნალ­ტი... შენ უნდა გვყავ­დე კარ­გად და მაგ­რად. ერთ კაცს არ დას­ცდე­ნია ცუდი რამე. გვიყ­ვარ­ხარ და გე­ლო­დე­ბით ევ­რო­პა­ზე", - წერს კი­დევ ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.
ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო.

სულ ბურ­თი მქონ­და ფე­ხებ­თან. მა­მა­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა ფეხ­ბურთზე, როცა ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი, ერთი წლის შემ­დეგ "ოლიმ­პიკ ლი­ონ­ში" გა­და­ვე­დი, იქ შვი­დი წელი ვვარ­ჯი­შობ­დი, სა­ი­და­ნაც Saint priest-ში წა­ვე­დი ორი წლით, იქი­დან კი "მე­ცი­ში“ გად­მო­ვე­დი“, - ამ­ბობს მი­ქა­უ­ტა­ძე.
გა­სულ წელ გი­ორ­გის დე­დამ ნა­თია მი­ქა­უ­ტა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის ბავ­შვო­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც გიო 8 წლის ასაკ­ში, ლი­ო­ნელ მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი. . იხილეთ სრულად




გაზიარება
მოინახულეს 709-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა