დღის ახალი ამბები

“მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე… მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა” – გზა ფეხბურთელისა, რომელსაც “ქართველ მესის” ეძახდნენ

“მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე… მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა” – გზა ფეხბურთელისა, რომელსაც “ქართველ მესის” ეძახდნენ
7-04-2024, 08:47

ბოლო ხანს ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხში­რად კა­მა­თობს იმა­ზე, უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს თუ არა ვილი სა­ნი­ოლ­მა ქუ­თა­ი­სის “ტორ­პე­დოს” ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი არა­ბი­ძე ნაკ­რებ­ში.

“ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის სურ­ვი­ლია და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში მზად ვარ, ნაკ­რებს და­ვეხ­მა­რო. და­ნარ­ჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა იწე­რე­ბო­და ზამ­თარ­ში – მე დღეს ქუ­თა­ი­სის “ტორ­პე­დოს“ ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ და ამ კლუ­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯე­ბი“, – თქვა გი­ორ­გიმ მარ­ტის და­სა­წყის­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მატ­ჩე­ბის წინ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე.

თუმ­ცა ის არც ამ­ჯე­რად გა­მო­ი­ძა­ხეს… გა­დამ­წყვეტ მატ­ჩამ­დე ორი კვი­რით ადრე, სა­ნი­ოლ­მა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასე ახ­სნა:
“არა­ბი­ძე? მო­თა­მა­შე­ე­ბი შე­ვარ­ჩიე გა­მოც­დი­ლე­ბით და შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბით. სულ არის კა­მა­თი, ვინ უნდა გა­მო­ვი­ძა­ხოთ და ვინ – არა. არა­ბი­ძე გა­ფარ­თო­ე­ბულ სი­ა­ში მო­ი­აზ­რე­ბო­და, რად­გან კარ­გი სე­ზო­ნი ჰქონ­და. მას ახ­ლაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მაგ­რამ მისი თა­მა­შის ინ­ტენ­სი­ვო­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ ვი­ყა­ვი. ლი­ო­ნელ მესი ერ­თა­დერ­თია, ვი­საც აქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის გა­რე­შე ითა­მა­შოს. იმე­დია, გი­ორ­გი ამას გა­მო­ას­წო­რებს“.




გაზიარება
მოინახულეს 263-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა