დღის ახალი ამბები

ხვიჩას მომავალზე შეთანხმება შემდგარია - Corriere dello Sport კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე წერს

ხვიჩას მომავალზე შეთანხმება შემდგარია - Corriere dello Sport კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე წერს
14-04-2024, 08:08

პოპულარული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მხარეები ახალ შრომით ხელშეკრულებას სეზონის ბოლომდე გააფორმებენ, სხვა პირობებით.

მოქმედი კონტრაქტით ქართველი "პარტენოპეიში" 2027 წლამდე უნდა დარჩეს და ბოლო ინფორმაციიით, მისით "ბარსელონა" ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 38 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

წყარო: sportall.ge




გაზიარება
მოინახულეს 3 629-ჯერ
კომენტარები
რეკლამა