უმაღლესი ლიგა 28–ე ტური

ფეხბურთი / საქართველო 06-აპრ, 15:489 slim4me 2807


დღეს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრე აიღებს სტარტს, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს იმერული დერბი "ტორპედო" "ზესტაფონი" , რომელიც ქუთაისში გაიმართება.

ბოლნისში ადილობრივი "სიონი" ზუგდიდის "ბაიას" დაუხვდება და დიდი ჯახის გამართვას პირდება, წინა მატჩში ქართლელებმა რუსთავის ოლიმპს ძლიეს და ოდნავ გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა, "სიონს" ახალი მწვრთნელის ხელი დაეტყო. რაც შეეხება მეგრელებს ისინი წინა მატჩში 3:0 განადგურდნენ სამტრედიაში და ამ მატჩში რეაბილიტირებას შეეცდებიან .

დიდ ინტერესს იწვევს სამტრედიაში გასამართი მატჩი, სადაც გადარჩენისთვის მებრძოლი ორი გუნდი ფოთის "კოლხეთი" და "სამტრედია" დაუპირისპირდება ერთმანეთს. იმერლებს წინა მატჩში გამარჯვებამ იმედი გაუჩინა, რაც შეეხება ყველაზე ძველ ქართულ კლუბს მათ თავდასხმაში პრობლემები აქვთ, გუნდს უკვე რვა მატჩია გოლი არ გაუტანია.

ტურის ერთ–ერთი ცენტრალური შეხვედრა გაიმართება თბილისში "ვიტ ჯორჯიასა" და "ოლიმპს" შორის. ვეტერინარები შესანიშნავ ფორმაში არიან მათ მესამე წრეში ერთადერთი მატჩი წააგეს და ისიც რუსთაველებთან .

"სპარტაკი" – "დინამო" კიდევ ერთი საინტერესო მატჩი, ცხინვალელებს ყველა ქულა წყალივით ესაჭიროებათ, ისინი დღესაც შეეცდებიან ქულების აღებას, თუმცა რამდენად აიღებენ ასეთ მრისხენა მეტოქესთან ეს ცალკე საკითხია. "დინამოელებს" ტრავმის გამო იელიჩი დააკლდებათ.

ზესტაფონს 2010 წლის ნოემბრის მერე არ წაუგია და ძნელად სავარაუდოა, რომ ეს დღეს მოხდება . ქუთაისში "ფეროელებს" ადგილობრივი "ტორპედო" გაუწევს წინააღმდეგობა, სატურნირო თვალსაზრისით ეს ქულები "ზესტაფონს" უფრო სჭირდება, რადგან "ტორპედო" სანატრელ მეოთხე ხუთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე იმერული გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის.

6 აპრილი, 2010 წელი, უმაღლესი ლიგა, 28–ე ტური
სპარტაკი – დინამო
სამტრედია – კოლხეთი
ვიტ ჯორჯია – ოლიმპი
სიონი – ბაია
ტორპედო – ზესტაფონი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4me 6 აპრილი 2011 15:49
აპინეთ : )
=======



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (160)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი