დღის ახალი ამბები

რამდენია „მეცში“ გიორგი მიქაუტაძის ხელფასი?

რამდენია „მეცში“ გიორგი მიქაუტაძის ხელფასი?

ფრანგულმა სპორტულმა მედია Socios-fcmetz.com-მა, პარიზულ გამოცემა L’Équipe-ზე დაყრდნობით, „მეცის“ ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის ხელფასი გაასაჯაროვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელს კლუბი ყოველთვიურად 125,000 ევროს უხდის.

როგორც Socios-fcmetz.com-ი წერს, ამ კუთხით, „მეცის“ წარმომადგენლებმა ქართველისთვის გამონაკლისი დაუშვეს, რადგან მათ კლუბის თითოეული ფეხბურთელისთვის 100,000 ევროზე მეტი ხელფასის გადახდა განსაზღვრული არ აქვთ.

ამავე მედიის ცნობით, გიორგი მიქაუტაძე ხელფასს ამსტერდამის „აიაქსისგანაც“ იღებს, ამ შემთხვევაშიც 125,000 ევროს ოდენობით. მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და „მეცში“ იჯარის წესით თამაშობს.

შესაბამისად, ქართველის ყოველთვიური ანაზღაურება 250,000 ევროა, რაც წელიწადში 3 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულებად ამჟამად 9 მილიონი ევროა მითითებული. გასული წლის ზაფხულში ეს მაჩვენებელი 10 მილიონ ევროს გაუტოლდა, წლის ბოლოს კი 8 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა.

წყარო: forbes.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 288-ჯერ
კომენტარები
რეკლამა