გურჯაანში სტადიონზე ფეხბურთის თამაშისთვის 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

ფეხბურთი 29-მარ, 23:299 Sportnews 2493
image



გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, 9 მაისის სახელობის პარკში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად ფეხბურთის თამაშის გამო 11 ადამიანი დააჯარიმეს. თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა მოუწევს.

,,ჩვენ დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ,მერიის ზედხედველების სამსახურთან, სამართალდამცველებთან ერთად კარდაკარ დავდივართ. შევამოწმეთ სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზრობა, ასევე ე.წ. ,,ბირჟები,,. ყველას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ წესების დაცვისკენ, რათა ის იდეალური მდგომარეობა რომელიც ამ წუთისთვის გვაქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ჩვენი წინდაუხედავობით არ გავართულოთ სიტუაცია. თუმცა სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვა პანდემიის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ სწორად. მათ შორის აღმოჩდნენ სამწუხაროდ ეს ახალგაზრდებიც, მათ პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად მაინც განაგრძეს თამაში, რის გამოც დაჯარიმდნენ.,, – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდაშვილმა.

ცნობისათვის, კახეთში თვითიზოლაციაში 299 ადამიანი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით არსებულ 9 საკარანტინო სივრცეში კი 580 პირია მოთავსებული. კახეთში Covid-19-ის არცერთი შემთხვავა არ დაფიქსირებულა.

წყარო: ipress.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (11)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)