შოთა არველაძე: "რუსეთის ნაკრებში არ ვიმუშავებ, წართმეული მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია!"

ფეხბურთი 23-მაი, 09:169 Sportnews 999
image



ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა რუსულ გამოცემა Sports.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართველმა სპეციალისტმა არამარტო ფეხბურთის, არამედ ზოგად საკითხებზე ისაუბრა.

შოთა იხსნენებს, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცობა ორჯერ შესთავაზეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში სხვადასხვა მოტივით უარი თქვა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ასევე განმარტა რატომ უთხრა 2010 წელს დიკ ადვოკაატს რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობზე უარი.

-2010 წელს დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში ასისტენტად მიგიწვიათ და თქვენ უპასუხეთ: „არ შემიძლია, ამ ქვეყნებმა ერთმანეთს დიდი ტკივილი მიაყენეს“. ახლა წახვიდოდით?

- არც ახლა, ჯერჯერობით ჩვენთვის წართმეული ტერიტორიები და მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, როგორი საშინელება იყო, ძნელია ამის დავიწყება. კლუბში მუშაობა ერთია, მაგრამ ნაკრებში - სხვა. არ მინდა თქვენი ქვეყანა და კულტურა პოლიტიკაში გავურიო, მაგრამ ეს ყოველთვის მეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. მსოფლიო ჩემპიონატზეც კი არ ჩამოვსულვარ, რადგან ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გვჭირდება და პირიქით - არა. დოკუმენტების, საბუთების შეგროვება ბევრ დროს წაიღებდა. 2002 წლის შემდეგ მოსკოვში არ ვყოფილვარ.


წყარო: მსოფლიო სპორტი






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (8)
მაისი 2020 (131)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)