"ჯაბა (კანკავა) სულ ასეთია, სულ ასე მაგრად თამაშობს" - აჩი არველაძე

ფეხბურთი 09-სექ, 13:449 Sportnews 1509
image



საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა აჩი არველაძემ შეაფასა და საინტრესო კომენტარიც გააკეთა.

ყოფილმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ შეაქო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.

"თამაშის მერე ადვილია თქვმა, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს რატომ ითამაშა ნიკა მალმა მარცხნივ, მაგრამ ფაქტია ვაისი იძახის რომ მაგ პოზიციაზე პრობლემები მაქვსო, შეიძლება, იკითხოს ვინმემ - რატომ არ დააყენა სასტარტოში ნიკა კაჭარავა, რომელმაც ესტონეთში გოლი გაიტანა. მე მაინც ასე მგონია - პრობლემა არის ის, რომ ფეხბურთელების ნაწილი არ არის ოპტიმალურ ფორმაში. კვარაცხელიაზე ვერ ვიტყვი ამას. ჯაბა (კანკავა) სულ ასეთია, სულ ასე მაგრად თამაშობს... ვაისმა რამდენიმე ახალგაზრდას მისცა შანსი. როცა ჩვენს შეტევაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ვაკო ყაზაიშვილიც. ის დიდი ძალაა, ასევე ოთარ კიტეიშვილი"

აჩიმ ასევე ბელარუსთან შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი

- იქამდე ერთი თვეა. ამ დროის განმავლობაში ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში 4-5 მატჩს მაინც ჩაატარებენ. დიდი იმედი მაქვს, ბელარუსთან მატჩისთვის ყველა ოპტიმალურ ფორმაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსს 8 ოქტომბერს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს, ჯერ-ჯერობით უცნობია მატჩზე დასწრების უფლება თუ ექნებათ მაყურებლებს.

წყარო: lelo.ge


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (104)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი