სამწუხარო ინფორმაცია თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ

ფეხბურთი 14-ოქტ, 07:529 Sportnews 8720
image



დღეს საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.

შეხვედრას ჩვენი ნაკრები სამწუხაროდ დიდი დანაკლისით ხვდება . გიორგი ჩაკვეტაძის, დავით ხოჭოლავას, გურამ კაშიას, ოთარ კაკაბაძის, გიორგი აბურჯანიასა და ჯაბა კანკავას შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდს თორნიკე ოქრიაშვილიც გამოაკლდა.

როგორც პრესსამსახური იტყობინება თორნიკე ოქრიაშვილის მცირე ტრავმა აქვს და დღევანდელ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, "ანართოსისის" ფეხბურთელს გუშინდელ ჩატარებულ ვარჯიშიც არ მიუღია მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ეგიდით გამართულ ტურნირზე სამი ტურის შემდეგ ჩვენ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილს 5-5 ქულით სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიის და საქართველოს ნაკრები იყოფენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი