"ძილში წამოხტებოდა ხოლმე და პრესებს აკეთებდა , ძალიან დიდი ლიდერია"

ფეხბურთი 16-ოქტ, 23:159 Sportnews 3758
image



გადაცემა "ბურთი და მოედანში" საქართველოს ნაკრებისა და "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელებმა ლადო ბურდულმა და უმცროსმა ვიტალი დარასელიამ ჯაბა კანკავას შესახებ ისაუბრეს და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურეს.

"მე ჯაბას დიდი იმედი მაქვს, ჯაბა არის ამ ნაკრების სული და გული , ჯაბა არის ყველაფერი ამ ნაკრების , "ალანიაში" ერთად რომ ვთამაშობდით, ბავშვებს გეფიცებით, ღამე მოდიოდა და მეუბნებოდა წამო კარიდან-კარში ვითამაშოთ, ძალით მათამაშებდა ღამის თორმეტის ნახევარზე, მე მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო რომ აი ასეთი ადამიანია, ფეხბურთში ეტყობა რომ კაცია, მას შრომით აქვს ეს ყველაფერი მიღწეული და ამიტომ ძალიან მიყვარს " - აცხადებს ვიტალი დარასელია.


"არავის არ ეწყინება, მაგრამ კანკავა არის ამ ნაკრების მთავარი ლიდერი , ის გარკვეული დროის განმავლობაში ჩემთან ცხოვრობდა, ეძინა წამოხდებოდა პრესებს და აჯიმანიებს აკეთებდა, ხან კენწლიდა, ფანატიკი იყო ყველაფრის , ძალიან დიდი პროფესიონალია და ძალიან დიდი ლიდერია ჩვენი ნაკრებისთვის" - აცხადებს ლადო ბურდული.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი