ტურის ცენტრალური რუსთავშია

ფეხბურთი / საქართველო 23-აპრ, 13:149 slim4me 2245


დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 32–ე ტურის მატჩები გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი რუსთავში ფოლადზე გაიმართება, სადაც "ოლიმპი" "ზესტაფონს" დაუპირისპირდება.

ბოლნისში გადარჩენისათვის მებრძოლი ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. "სპარტაკი" "სიონს" დაუპირისპირდება, თუ "სპარტაკმა" ეს მატჩი ვერ მოიგო ფაქტობრივად განწირულია. ურთიერთშეხვედრებში თითქმის თანაფარდობაა, თორმეტ გამართულ მატჩში 5 მოგება ბოლნისელების, ხოლო 4 მოგება ცხინვალელების მხარესაა.

სამტრედიაში ადგილობრივი გუნდი "ვიტ ჯორჯიას" შეერკინება, "ვეტერინარებს" კრიზისი აქვთ, ზედიზედ წაგებული 4 მატჩი, ამის გამო გუნდიდან მწვრთნელიც კი წავიდა, ასე რომ ამ მატჩში "სამტრედიას" შანსი აქვს, რომ ცხრილის ფსკერიდან ამოვიდეს და უმაღლესში დარჩენის თეორიული შანსები გაიჩინონ .

ფოთში "რიონისპირული" დერბი გაიმართება, "კოლხეთი" "ტორპედოს" მატჩი ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს, უძველესმა ქართულმა კლუბმა ბოლო თამაშებში ძალიან მოუმატა და ოთხი თამაშია გოლიც კი არ გაუშვია, ქუთაისელები მეოთხე ადგილისათვის იბრძვიან, თუმცა მათ მალე უფრო მნიშვნელოვანი სათასო დაპირისპირება აქვთ წინ, სადაც ქუთათურები "ზესტაფონს" ხვდებიან .

ზუგდიდში "ბაია" "დინამოს" შეხვდება, თბილისელთათვის ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი უშუალო კონკურენტები ერთმანეთში არკვევენ ურთიერთობას და ერთ–ერთი მათგანი ქულებს უცილობლად დაკარგავს, ასე, რომ "დინამო" ამ მატჩში უპირობო ფავორიტია .

რუსთავში "ოლიმპი" "ზესტაფონს" შეერკინება და გამარჯვების მოპოვებასაც ეცდება, რამეთუ იმერლებს სათასო მატჩი აქვთ წინ და ეს "ოლიმპისათვის" მცირე უპირატესობაა .

სამტრედია – ვიტ ჯორჯია
კოლხეთი – ტორპედო
ბაია – დინამო
სიონი – სპარტაკი
ოლიმპი – ზესტაფონი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iako.ika.kapa 8 იანვარი 2012 23:24
ზესტაფონი ჩემპიონიიიიიიიიიიიიიიიიიიი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (151)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი