კრუიფის ინტერვიუ

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 07-მაი, 13:539 FCB 1853


კატალონიური "ბარსელონას" ლეგენდამ იოჰან კრუიფმა Sport.es-ს ინტერვიუ მისცა.

- როგორ ფიქრობთ, "ბარსელონამ" დამისახურა ფინალში თამაში?

- რა თქმა უნდა, "ბარსამ" "რეალზე" უკეთ ითამაშა ორი მატჩის ჯამში. აქ არ არის ლაპარაკი დამატებით ფაქტორებზე. "მერენგებს" კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ "ბლაუგრანას" განსხვავებული ფეხბურთის სტილი აქვს, რომელსაც გუნდი გამარჯვებამდე მიჰყავს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ლამაზი ფეხბურთი ტიტულებს ყოველთვის მოიტანდა.

- ეს ოთხი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და ამვდროულად განხვავებული იყო..

- დიახ, "რეალმა" მოიგო თასი. "ბარსელონამ" ლიდერობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებში მოიპოვა და ფინალშიც ღირსეულად გავიდნენ."

- როგორც მწვრთნელს, არ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ თქვენმა კოლეგებმა მსაჯებზე ბევრ ლაპარაკი დაიწყეს?

- ეს ასე არ არის. მსაჯების კრიტიკა ფეხბურთის დაბადბასთან ერთად იღებს სათავეს. ყველას ახსოვს, როდესაც მე ფეხბურთელი ვიყავი, ამ რო გუნდს შორის მაშინაც იყო დაპირისპირება, ოღონდ ერთი განსხვავებით, "რეალი" ლიდერი იყო "ბარსა" კი თავის შანსს ელოდა. მიუხედავად მარცხისა, ჩვენ მსაჯებისკენ თითი არასდროს გაგვიშვერია.

- ახლა "მერენგების" დრო დადგა?

- არ არის აუცილებელი ამაზე საუბარი. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ რაღაც, რაშიც მე ხელს არ შევუშლი.

- როგორ ფიქრობთ, უეფამ სამართლიანად დასაჯა ჟოზე მაურინიო?

- არ ვიცი.

- როგორ ფიქრობთ, ვინ გახდება წელს ევროპაში საუკეთესო?

- ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შანსები თანაბარია.

- რომელი "ბარსა" ჯობია თქვენი თუ გვარდიოლასი?

- ისინი "დრიმ ტიმის" სტილს მიჰყვებიან რაც ძალიან მახარებს. მათ ამ სტილით ფეხბურთში ახალი ერა შექმნეს. "ბარსელონას" გულშემატივრებმა ასეთ ფეხბურთელებით და მწვრთნელით უნდა იამაყონ. ორი გუნდის შედარება კლუბს კარგს არაფერს მოუტანს. ერთადერთი რაც ამ ორ გუნდს აერთიანებს ლამაზი ფეხბურთია.

- როგორ ფიქრობთ კანტერადან ფეხბურთელების დაწინაურება კარგი იდეაა?

- რა თქმა უნდა. ისინი გაზრდილები არიან "ბარსელონას" ფილოსოფიით და დარწმუნებული ვარ ყველა უერთგულებს მას.

- ეთანხმებით გვარდიოლას იმაში, რომ ლა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატია?

-რა თქმა უნდა! პრიმერა დივიზიონი მთელი სეზონი გრძელდება, სადაც შეიძლება აღოაჩინო ბევრი კარგი ფეხბურთელი. ლა ლიგაში შეგიძლია გამოცადო შენი გუნდი, მაგრამ შეცოდმის უფლება არ გაქვს.

- და ისევ "უემბლი"..

- გუნდს აქვს შესანიშნავი შანსი მეოთხედ გახდეს საუკეთესო ევროპაში. ამისათვის მათ კიდევ ბევრი მუშაობა და ყურადღება სჭირდებათ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი