რედნაპი:" არსებობენ ნორმალური და იდიოტი ფანები"

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 15-მაი, 12:519 FCB 1684


"ტოტენჰემ ჰოტსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა "სიტისთან" განცდილი მარცხის შემდეგ რადიოში მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა.

საქმე იმაშია, რომ "ტოტენჰემის" ერთერთმა ფანმა დარეკა რადიოში, სადაც პირდაპირ ეთერში კარგა გვარიანად გამოლანძღეს მწვრთნელი და ფეხბურთელები.

"მე მათი აზრი არ მაინტერესებს. არსებობენ ნორმალური ფანები და იდიოტები. როგორ ფიქრობთ რომელმა მათგანმა დარეკა რადიოში?"

"მაგალითად მამაჩემი ფეხბურთით ცხოვრობდა და ყოველ შაბათს სტადიონზე დადიოდა, მაგრამ არასდროს მოსვლია აზრად ასეთი რაღაც გაეკეთებინა. ასეთი რამის გაკეთება უზრდელობაა."

"ისინი იდიოტები არიან, რადგან დარწმუნებული ვარ მატჩისთვისაც არ უყურებიათ. "ჩვენ ვითამაშეთ ძალიან ცუდად" და თქვენ კითხულობთ იყვნენ თუ არა ისინი სტადიონზე? მათ უნდათ, რომ ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. საინტერესოა ბოლოს როდის იყვნენ ამ ტურნირზე ახსოვთ?" - დაასრულა რედნაპმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (227)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი