რა მოხდა სინამდვილეში???

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-მაი, 18:069 FCB 1748


უკვე დღეს უეფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სერხიო ბუსკეტსს შეუძლია ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.

ბევრმა "რეალის" ფანმა ეს უეფას საჩუქრად შერაცხა. ვინც სიახლეებს ჩამორჩა ახსნას სიტუაციის გახსენებით დავიწყებ. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ (პირვე) მატჩში სერხიო ბუსკეტსს რასისუტულ გამონათქვამებში დასდეს ბრალი. კერძოდ კი მარსელოს მიმართ "მაიმუნოს" დაძახებისათვის. უეფამ სერხიო ბუსკეტსი გაამართლა.

ყველაზე საინტერესო კომენტარი რაც "მადრიდისტების" საზოგადოებიდან გაისმა სწორედ ფლორენტინო პერესს ეკუთვნოდა. პერესმა განაცხადა, რომ ეს საქმე "რეალის" საჩივარი არ ყოფილა და ყველაფერი უეფას ეგიდით ჩატარდა. უეფამ კი ნათლად დაწერა ოფიციალურ საიტზე, რომ კომიტეტმა საჩივარი არ დააკმაყოფილა. უეფამ საჩივარი თავისივე კომიტეტს შეუტანა და შემდეგ უარით გაისტუმრა საკუთარი თავი? ეს უკვე აბსურდია.

მინდა გავიხსენო პინტოს გაძევება შესვენებისას. ყველამ იცის, რომ შელაპარაკება არბელოას კეიტასადმი განცხადებას მოჰყვა. კეიტა თავისი გაწონასწორებული პინტო კი ფიცხი ხასიათით ცნობილნი არიან. კეიტამ ნათქვამზე თვალი დახუჭა, მაგრამ სიმშვიდე ხოსე მანუელმა ორმაგად აინაზღაურა. ამ ფაქტს არ მოჰყოლია არანაირი დამონტაჟებული ვიდეოები, გადაკეთებული ფოტოები და საჩივრები.

"ბარსას" მხრიდან საჩივარი არც მაშინ დაწერილა, როდესაც "ბარსას" დოპინგის მოხმარებაში დასდეს ბრალი და ფიფა ღიად დაეთანხმა "მერენგებს". "კულეებს" შემოწმება ორჯერ ჩაუტარდათ. მართალია ყველაფერი რადიო "კატედს" დაბრალდა "ბარსას" ფეხბურთელებს 200 გრამით შეუმცირდათ სისხლი ორგანიზმში, მაგრამ პერესს 2 მილიონის გადახდა მაინც მოუწია.

კიდევ ერთი და უკანასკნელი სიტუაციის გახსენებაც მომიწევს. 1 კვირის წინ მადრიდ ტივიმ გაავრცელა (დამონტაჟებული) სიუჟეტი, სადაც ნათლად ჩანს გვარდიოლას მაფიოზობა. ვიდეოს მიხედვით ხოსეპს ჰყავს 2000-მდე მიმდევარი, რომელიც მის ნათქვამს კანონივით იღებს და პირნათლად ასრულებს. ყველას ახსოვს "რეალის" ფეხბურთელების ავტობუსზე და სასტუმროზე თავდასხმა. ჭკვიანმა ჟურნალისტებმა ეს ორი ფაქტი გვარდიოლას დაუკავშირეს და მიზეზად პრესაზე ზეწოლა მოიყვანეს. მართალია ორი თემა ასცდა, მაგრამ ყველაზე დიდი აბსურდი ვიდეოს ბოლოს დაფიქსირდა. პეპის პრესისადმი ზეწოლა იმით გამოიხატება, რომ მას წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტთან საუბარი არ სურდა.

მართალია აბსურდი აბსურდზე აეწყო, "რეალის" ფანებს თავისი კუმირები უმწიკვლოები ჰგონიათ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, მოიგო ლა ლიგა და ეს ყველაფერი სრულიად დამსახურებულად.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 17 მაი 2011 23:02
რაულიტო,
ფინალში ღირსეული გამიმარჯვებს გოგა და მთავარია ეს ღირსეული რეალი არ იქნება :)
Sportnews 17 მაი 2011 22:49
admin,
რაც შეგხება შენ ფინალის მეორე დღეს დაველოდები შენთან მიმართებაში fellow
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 17 მაი 2011 22:48
ციტატა: რაულიტო
შენ ბარსელონას მიმართებაში ობიექტურად შეფასების უნარს კარგავს


რელის ფანს შეფასება საერთოდ არ შეუძლავს..

შენ სომეხი არის??
admin 17 მაი 2011 22:47
რაულიტო,
გოგა აპელაციაზე უარი რას ნიშნავს იცი ?
ერთ საჩივარზე კია რა მეორე საჩივარზეა ლაპარაკი, პირველის წაგებიშ შემდეგ მეორე საჩივარი გააკეთეს და ამაზე ეთქვა უარი!
Sportnews 17 მაი 2011 22:46
FCB,
შენ ბარსელონას მიმართებაში ობიექტურად შეფასების უნარს კარგავს , ასე რომ სხვას აცადე შეაფასოს wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 17 მაი 2011 22:45
რაულიტო,

და რაც დაწერე შენ გულით სიმართლე გგონია? :D ზემოთ დაწერილებზე არ გიპასუხებ იმიტო რო იცი შენც რო სისულელეა.. არბელოას გამოხტომები ყველამ იცის და პერესმა რა თქვა დაზეპირებული გაქვს..

რაც შეეხება ტირილს როგორც შენ ამბობ ტელევიზორიდან რამის ყურება და მერე იმაზე ლაპარაკი ადვილია..
Sportnews 17 მაი 2011 22:35
უკვე დღეს უეფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სერხიო ბუსკეტსს შეუძლია ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.

ბევრმა "რეალის" ფანმა ეს უეფას საჩუქრად შერაცხა. ვინც სიახლეებს ჩამორჩა ახსნას სიტუაციის გახსენებით დავიწყებ. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ (პირვე) მატჩში სერხიო ბუსკეტსს რასისუტულ გამონათქვამებში დასდეს ბრალი. კერძოდ კი მარსელოს მიმართ "მაიმუნოს" დაძახებისათვის. უეფამ სერხიო ბუსკეტსი გაამართლა.

ვინ ჩათვლა საჩუქრად , რაში მაინტერესებს მე რეალის ფანს ფინალში ითამაშებს თუ არა ბუსკეცი

ყველაზე საინტერესო კომენტარი რაც "მადრიდისტების" საზოგადოებიდან გაისმა სწორედ ფლორენტინო პერესს ეკუთვნოდა. პერესმა განაცხადა, რომ ეს საქმე "რეალის" საჩივარი არ ყოფილა და ყველაფერი უეფას ეგიდით ჩატარდა. უეფამ კი ნათლად დაწერა ოფიციალურ საიტზე, რომ კომიტეტმა საჩივარი არ დააკმაყოფილა. უეფამ საჩივარი თავისივე კომიტეტს შეუტანა და შემდეგ უარით გაისტუმრა საკუთარი თავი? ეს უკვე აბსურდია.

შესწორება პლორენტინო პერესმა არა ეგ განაცხადა , რომ ჩვენი საჩივარი არ იყო , არამედ მან განაცხადა შემდეგი "ჩვენ არ ვაპირებდით საჩივრის შეტანას , მაგრამ რაც ბარსელონამ მოურინიოს წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი , ჩვენ ვალდებულნი ვიყავით საპირისპირო არგუმენტები წარმოგვედგინა"

მინდა გავიხსენო პინტოს გაძევება შესვენებისას. ყველამ იცის, რომ შელაპარაკება არბელოას კეიტასადმი განცხადებას მოჰყვა. კეიტა თავისი გაწონასწორებული პინტო კი ფიცხი ხასიათით ცნობილნი არიან. კეიტამ ნათქვამზე თვალი დახუჭა, მაგრამ სიმშვიდე ხოსე მანუელმა ორმაგად აინაზღაურა. ამ ფაქტს არ მოჰყოლია არანაირი დამონტაჟებული ვიდეოები, გადაკეთებული ფოტოები და საჩივრები.

პინტომ ჩაიდინა ამაზრზენი საქციელი და არბელოამ რა უთხრა კეიტას იცი?? არავინ არაფერი არ იცის და არც ისეთი რამე უთქვამს, რომ თავი ვერ შეეკავებინა.

"ბარსას" მხრიდან საჩივარი არც მაშინ დაწერილა, როდესაც "ბარსას" დოპინგის მოხმარებაში დასდეს ბრალი და ფიფა ღიად დაეთანხმა "მერენგებს". "კულეებს" შემოწმება ორჯერ ჩაუტარდათ. მართალია ყველაფერი რადიო "კატედს" დაბრალდა "ბარსას" ფეხბურთელებს 200 გრამით შეუმცირდათ სისხლი ორგანიზმში, მაგრამ პერესს 2 მილიონის გადახდა მაინც მოუწია.

მორიგი სისულელე , რეალის არც ერთ ოფიციალურ პირს არ უთქვამს და არ შეუტანია საჩივარი , რომ ბარსელონას ფეხბურთელები დოპინგს მოიხმარენ , ეს ერთ ერთმა რადიომ განაცხადა და რეალი რა შუაშია??????

კიდევ ერთი და უკანასკნელი სიტუაციის გახსენებაც მომიწევს. 1 კვირის წინ მადრიდ ტივიმ გაავრცელა (დამონტაჟებული) სიუჟეტი, სადაც ნათლად ჩანს გვარდიოლას მაფიოზობა. ვიდეოს მიხედვით ხოსეპს ჰყავს 2000-მდე მიმდევარი, რომელიც მის ნათქვამს კანონივით იღებს და პირნათლად ასრულებს. ყველას ახსოვს "რეალის" ფეხბურთელების ავტობუსზე და სასტუმროზე თავდასხმა. ჭკვიანმა ჟურნალისტებმა ეს ორი ფაქტი გვარდიოლას დაუკავშირეს და მიზეზად პრესაზე ზეწოლა მოიყვანეს. მართალია ორი თემა ასცდა, მაგრამ ყველაზე დიდი აბსურდი ვიდეოს ბოლოს დაფიქსირდა. პეპის პრესისადმი ზეწოლა იმით გამოიხატება, რომ მას წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტთან საუბარი არ სურდა.

კაია შენი სიტყვებით ამბობ , რომ ეს არა რეალმა , არამედ ჟურნალისტებმა დაწერეს და თქვეს , ანუ აქ რეალის წარმომადგენლები არაფერ შუაშია , მასე მეც , როგორც ჟურნალისტს შემიძლია ვთქვა მასეთი რამე ქართველს მწვრთნელზე და ეს ამ მწვრთნელის მეტოქე გუნდს უნდა დაბრალდეს? რა თქმა უნდა არა.

მართალია აბსურდი აბსურდზე აეწყო, "რეალის" ფანებს თავისი კუმირები უმწიკვლოები ჰგონიათ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, მოიგო ლა ლიგა და ეს ყველაფერი სრულიად დამსახურებულად.

რა თქმა უნდა დამსახურებულად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში , მსახიობობასაც ცოდნა უნდა და ეგეც დიდი ოსტატობაა , ყოველ შეხებაზე ტირილი , სახეზე ხელის მიდება , ძირს კოტრიალი და ეპიზოდი , რომ დამთავრდება ჩვეულებრივად აგრძელებენ თამაშს დაფიქრდით ამაზე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 17 მაი 2011 22:00
admin,

მძიმეები უნდა შუაში :D
admin 17 მაი 2011 21:55
ციტატა: FCB
სიმულაციით მსაჯით ჩაუთვლელი გოლით

აქ გაასწორე ნინ ვერ გავიგე რა დაწერე
FCB 17 მაი 2011 21:35
რაულიტო,

მე უეფაზე და ჩემპიონთა ლიგაზე მქონდა ლაპარაკი..

და საინტერესოა რითი მოიგო? სიმულაციით მსაჯით ჩაუთვლელი გოლით..



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (3)
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)