პლეი-ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიის ამავე ასაკობრივი ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გავიდა.
თერთმეტმეტრიანების გადამწვყეტი სერიაში ხორვატიის ნაკრებს 1 ზუსტი დარტყმა აშორებდა გამარჯვებასთან, მაგრამ ჩვენ გმირად ლუკა ხარატიშვილი მოგვევლინა.. 21 წლის ქართველმა მეკარებ ჯერ ხორვატიის ნაკრებს გამარჯვების საშუალება არ მისცა, შემდეგ კი მეორე თერთმეტრიანიც მოიგერია, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
ლუკა ხარატიშვილი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს, ახალგაზრდა მეკარეს გუნდი ბათუმის დინამო. კლუბში ფეხბურთელს სტაბილური სათამაშო დრო აქვს და გუნდის ძირითადი მეკარეა. წლების წინ"დინამოდან" ლუკა ჯერ "შუქურაში" იყო განათხოვრებული, იქიდან დაბრუნებულმა კი ერთი წელი ასევე იჯარით "სამტრედიაში" გაატარა.
ლუკამ პირველი ნაბიჯები ,,ნორჩ დინამოში“ გადადგა, სადაც 6 წლის ასაკში მოხვდა. მა მიუხედავად იმის, რომ ბავშვობიდან სიმაღლით გამოირჩოდა, თამაში თავიდანვე მეკარის პოზიციაზე არ დაუწყია. ამ მხრივ ისტორია სტანდარტულობით არ გამოირჩევა. ლუკა მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. გასულ სეზონში ბათუმელთა რიგებში ლუკამ მხოლოდ 3 თამაში ითამაშა, წელს კი 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 მატჩის მშრალად შეძლო კარის შენახვა.
რა ხდებოდა მოედანზე მას შემდეგ რაც ჩვენმა 21 წლამდელთა ნაკრებმა ხორვატია პენალტებში დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ (ვიდეო)
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
20-11-2024, 01:05
კომენტარები
07-12-2024 20:54
2
“ის საქართველოდანაა, გულწრფელად გეტყვით რომ…” – რა თქვა ლეგენდარულმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის შესახებ
ვრცლად
01-12-2024 16:28
347
ითამაშებს თუ არა კვარაცხელია - ნაპოლის შემადგენლობა ცნობილია
ვრცლად
29-11-2024 14:30
457
თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 ტურია სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურში ხვდება
ვრცლად
28-11-2024 21:08
507
გიორგი მიქაუტაზემ ევროპის ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვრცლად