ლიონელ მესი - გენიოსი ბიჭი

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-მაი, 12:199 FCB 3353


არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის საფეხბურთო ამბები ევორპას გასცდა და ამერიკულმა გაზეთმა "ნიუ იორკ თაიმსმა" მესის დიდი სტატია მიუძღვნა.

"ლიონელ მესი არის 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც წელს 43 მილიონი ჰქონდა შემოსავალი. მას კიდევ აქვს შერჩენილი ბავშვობის მეტსახელი "რწყილი", მაგრამ მიუხედავად ამისა ლეოს ბურთი ისე აქვს ფეხებში, როგორც მორცხვი ბიჭი ეხუტება მამის ფეხებს.

ლეო არის მამაცი, ენთუზიაზმით სავსე, წყნარი და თავმდაბალი. ეს ხასიათი ხსნის თუ რატომ არის ლეო მსოფლიოში საუკეთესო. აპრილის 18 დღიან "ელ კლასიკოს" დღეებიც ამტკიცებს მის გაბედულებას. "რეალის" ფეხბურთელები მას ეუხეშებოდნენ და ურტყამდნენ ფეხებში. მესიც ერიდებოდა მათ, მაგრამ ერთხელ აღარ მოერიდა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ულამაზესი გოლიც გაიტანა.

მესი არის ფეხბურთში სიმართლის განსახიერება, რომელიც არასდროს ეჩხუბება მსაჯს. იგი მყარად დგას ფეხებზე და იშვიათად ეცემა.

ჩემპიონთა ლიგაზე იგი ყოველთვის განსაკუთრებულად თამაშობს. გავიხსენოთ 2009 წელს "მანჩესტერის" წინააღმდეგ გატანილი გოლი. გავიხსენოთ "რეალის" კარში გატანილი გოლი. პირველი - ჭკვიანური მოქმედება, მეორე - სიჩქარე, ძალა, ბალანსი, სისხარტე, მოედნის ხედვა და ვირტუოზობა.

"ვფიქრობ ამ გენიას სიტყვებით ვერ აღწერ. სწორედ ამიტომაცაა გენიოსი. მას აქვს ინისტიქტი. მას უყვარს ზეწოლით თამაში. ის საუკეთესოა რაც კი დაბადებულა" - განაცხადა "ბარსელონას" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

არგენტინელი არ დაბადებულა კატალონიაში, რომლის მცხოვრებებიც მუდამ ებრძოდნენ ფრანკოს და დედაქალაქ მადრიდს. ის დაიბადა არგენტინაში და 13 წლის ჩავიდა ესპანეთში. მას საშინელი დაავადება აღმოუჩინეს. იგი ვერ განაგრძობდა ზრდას როგორც ჩვეულებრივი ბავშვები, მაგრამ სიმაღლემ იგი გახდა საუკეთესო მოთამაშეთ.

"ყველას გვეგონა, რომ მუნჯი იყო. გასახდელში, სათადარიგოთა სკამზე, მოედანზე არასდროს ლაპარაკობდა. პირველი თვის განმავლობაში არაფერს გვეუბნებოდა. წავედით შვეიცარიაში და მას შემდეგ განუყოფელი მეგობრები ვართ. ლეო ძალიან გამხდარი იყო. ფეხები თითებივით ჰქონდა. მწვრთნელმა გვითხრა, რომ არ დაგვეზიანებინა, მაგრამ ჩვენ ვერც ვეწეოდით მას. მიუხედავად გამხდარი ტანისა, იგი მაინც მყარად იდგა ფეხებზე." - განაცხადა ხერარდ პიკე, რომელიც ლეო მესისთან ერთად გაიზარდა ლა მასიაში.

არ იყო გასაკვირი ისიც, რომ სამი საუკეთესო ფეხბურთელი ერთმანეთს კარგად შეეწყობოდნენ. მართალია, ხავის, მესის და ინიესტას შორის დიდი ასაკობრივი განსხვავებაა, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ მოედანზე ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ისინი გუნდის ბირთვი გახდნენ და ლა მასიას აღზრდილები შესანიშნავ კომპანიას ქმნიან.

მესის ყოველთვის ენატრებოდა სამშობლო, ოჯახი და მეგობრები. ლა მასიაში ოთახის მეზობლები ამბობდნენ, რომ იგი ყოველთვის ცდილობდა არ ეტირა და თავის თავს კაცური საქციელისკენ მოუწოდებდა. ასეთ გრძნობების ჭიდილში იგი დაეუფლა "ბარსელონას" სტილს, რომელიც იდეალურად მოერგო ლეოს.

2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ "არსენალის" ფეხბურთელმა ტეო უოლკოტმა თქვა:" მეც ფეხბურთელი ვარ და ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც ვიტყვი, როდესაც ლეოს ვუყურებდი მეგონა ვინმეს პლეისთეიშენის პულტი ეჭირა და ათამაშებდა."

მადრიდის "რეალთან" მატჩის შემდეგ (ჩემპიონთა ლიგის) აფელაიმ თქვა:" რაც "ბარსელონაში" გადმოვედი მარჯვენა ფლანგზე დავიწყე თამაში, რაც მაძლევს საშუალებას დავეხმარო მესის გოლების გატანაში. მან იცოდა, რომ მე ველოდი ბოლო წამს ჩაწოდებისთვის, მან გააგრძელა სირბილი და გაიტანა გოლი."

იგი თამაშობს როგორც ბავშვი ეზოში, მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის. იგი იშვიათად ჩნდება პუბლიკაში. როდესაც მისი თანაგუნდელები "კამპ ნოუზე" ლა ლიგაში გამარჯვებას აღნიშნავდნენ, მესი დადიოდა მარტო.

ტიერი ანრიმ თქვა:" ლეოს ყოველთვის სურდა თამაში. იგი ყოველთვის ფიქრობს ფეხბურთზე."

მესი ადრეულ ასაკში მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ დღეს იგი უკან დაიხია და ნახევარმცველად თამაშობს. თითქოს მისი მოქმედება თავისუფლებას აძლევს ფეხბურთელს, რადგან შეუძლია ნებისმიერ ადგილას დადგეს, მაგრამ მესის იცის სად უნდა იყოს გარკვეულ შემთხვევებში.

მას ყოველთვის ადარებენ მარადონას. ზოგი ფიქრობს, რომ მსოფლიო ჩემპიონობის გარეშე მესი მარადონას ვერ შეედრება ზოგიც სხვანაირად ფიქრობს.

ანრიმ თქვა:" ლეოსთან ფეხბურთზე საუბარი სისულელეა. მას ფეხბურთის თამაშისას უნდა უყურო."

ავტორი: ნინო წიწრიაშვილი






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FCB 23 მაი 2011 16:03
ციტატა: soccerda
ხავი და ინიესტა არ ყავს


არადა მთელი ბარსა მესია ხო :D:D

სხვათაშორის მაგ ხავი ინიესტას იყო არგენიტინა ესოანეთზე ცენტრიდან დრიბლინგით რო გაუტანა..

მოგეცათ ეხლა სალაპარაკო რო გოლი ვერ გაიტანა.. თვითონ არ იცოდა სად უნდა დამდგარიყო მარადონას გადასარევი ტაქტიკის გამო..

და ეს სტატია იმიტომ არ დამიწერია დო დაბოღმილი რეალის ფანები შემოსულიყვნენ და სხვისი შეცდომელი მესისთვის შეეხოცათ..
soccerda 23 მაი 2011 14:41
რაულიტო,
ვერ გტაიტანა და ვერც გაიტანს ხავი და ინიესტა არ ყავს ხოდა ეგ უმაგათოდ დიდი არაფერია
Sportnews 22 მაი 2011 20:59
dato_cule,
მესიმ ერთიც რომ ვერ გაიტანა რატომ გავიწყდება ? wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
dato_cule 22 მაი 2011 19:01
ციტატა: რაულიტო
ნაკრებში ცრებლებს ვინც ღვრის ვნახეთ გერმანიასთან

რონალდომ მსოფლიოზე რა ქნა? უი ხო ჩრდილოეთ კორეას გოლი გაუტანა ბოდიში lol
Sportnews 22 მაი 2011 15:30
ციტატა: FCB
არავის მოიტყუებივარ.. ჯარიმის დარტყმას ნიჭი არ უნდა.. არც ადგილზე ფინტის გაკეთებას და არც სისწრაფის აკრეფას.. რასაც მესი აკეთებს (დრიბლინგი) მაგას ნიჭი უნდა რაც რონალდოს არ აქვს.. რონალდომ კი არა მე ვისწავლე მოჭრილი ბურთის დარტყმა..


იმიტომაა , რომ ამოუცნობია ჯერ კიდევ რონალდუს დარტყმული ჯარიმები მსოფლიოსთვის wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 22 მაი 2011 14:31
ციტატა: რაულიტო
ნაკრებში ცრებლებს ვინც ღვრის ვნახეთ გერმანიასთან


მარადონა 4 ევერ!!!
Sportnews 22 მაი 2011 13:53
ლოთარ_მათეუსი,
ნაკრებში ცრებლებს ვინც ღვრის ვნახეთ გერმანიასთან , და როგორც მესი ქმნის ეპოქას, ისევე ქმნის რონალდუ ეპოქას , ადმინს ვეთანხმები , როგორც პელე და მარადონას ადარებენ დღემდე ერთმანეთს , ასე იქნება ეს ორი ფეხბურთელი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 22 მაი 2011 13:49
FCB,კი არ ისწავლე მე გასწავლე რა :D
რაულიტო,რა გინდა გოგა ეხლა თქვა რო რონალდო მესისთანა ნიჭიერია.? :D :D :D
რაც შეეხება პელე მარადონასა და მესი რონალდოს შედარებას..პელემ და მარადონამ ეპოქა შექმნეს,მესიც ქმნის თავის ეპოქას რონალდოს ეპოქა რა არის?პაპახური რეალში?ლიგა მანჩესტერთან ერთად? თუ ნაკრებში ცრემ;ლების ღვრა? :D:D:დ
FCB 22 მაი 2011 13:43
რაულიტო,

არავის მოიტყუებივარ.. ჯარიმის დარტყმას ნიჭი არ უნდა.. არც ადგილზე ფინტის გაკეთებას და არც სისწრაფის აკრეფას.. რასაც მესი აკეთებს (დრიბლინგი) მაგას ნიჭი უნდა რაც რონალდოს არ აქვს.. რონალდომ კი არა მე ვისწავლე მოჭრილი ბურთის დარტყმა..
Sportnews 22 მაი 2011 13:33
FCB,
ვინ მოგატყუა?? რაც გინდა ნიჭიერი იყო თუ არ ივარჯიშე ვერაფერს მიახწევ და რაც გინდა ივარჯიშო ნიჭიერი თუ არ ხარ მიახწევ მაგრამ ამდენს ვერა

dato_cule,
ხო აბა ვერ შეადარებ მართალი ხარ wink wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (132)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)