ხავი - მაესტროს პორტრეტი

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 23-მაი, 01:089 FCB 2557


ხავი ერნანდესი - "ოქროს ბურთის" კანდიდატი, "ბარსელონას" მაესტრო და კატალონიის ლეგენდა.

ხავი მდიდარი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია იყიდოს ნებიმისერი სახლი და მანქამა, რომლითაც ელიტაში თავს მოიწონებს, მაგრამ იგი ბარსელონასთან ახლოს პატარა ქალაქ ტერესაში მშობლიურ სახლში ცხოვრობს. დადის კლუბის ნაჩუქარი მანქანით, არ სვამს, არ ეწევა და არ დადის ღამის კლუბებში.

თუ მას არ აქვს გასვლითი მატჩი, მაშინ ის ცდილობს იყოს ოჯახთან ახლოს, ივახშმოს და გაერთოს მათთან ერთად.

ხავის მამა:" ჩვენ ერთი მთლიანი გუნდი ვართ. გვიხარია ერთმანეთის წარმატება და ვეხმარებით გასაჭირში. თუ დღის მანძილზე ერთმანეთს ვერ ვნახულობთ, ვურეკავთ და ვეკითხებით დღის ამბებს. "

ხავის დედა (მამამისის მსგავსად) "ბარსელონას" დიდი გულშემატკივარია. სწორედ მან ჩაუნერგა ერნანდესს "ბლაიგრანასადმი" სიყვარული. ახალგაზრდობისას მას შეეძლო გრანდებში გადასვლა, მაგრამ დარჩა მშობლიურ კატალონიაში და თავად მოიპოვა ტიტულები.

ხავი სკოლაში საკმაოდ კარგად სწავლობდა, არა იმიტომ, რომ მეცადინეობდა, იმიტომ რომ სხარტი გონება ჰქონდა. ლა მასიაში ვარჯიშების გამო გაკვეთილებისთვის სულ არ ეცალა.

ოსკარი (ხავის ძმა): " ხავი არასდროს სწავლობდა გაკვეთილებს, მაგრამ სულ კარგი ნიშნები ჰყავდა. წიგნთან, რომ დამჯდარიყო ალბათ კარგი ეკონომისტი ან იურისტი იქნებოდა."

ხავი არასდროს გამოირჩეოდა დრიბლინგით, გოლების ალღოთი ან სიმაღლით. მისი ერთადერთი პრიორიტეტი მოედნის ხედვა იყო. მისმა თამაშმა ლუის ვან გაალის ყურადღება მიიპყო. ეს ყურადღება მაშინ გახდა ღია, როდესაც გვარდიოლამ "ბარსელონა" დატოვა. ხავი მის შემცვლელად დაასახელეს.

ხავი პირველ გუნდში პირველ მატჩს დიდი ემოციებით აღწერს:" მაშინ ეს არ მითქვამს, მაგრამ ახლა ვიტყვი. პირველი მატჩის წინ საერთოდ არ მეძინა. სიხარული და ნერვიულობა ერთმანეთში ირეოდა. კარგად მახსოვს, როდესაც ბუცები ჩავიცვი და მოედნისკენ გავემართე სუნთქვა შემეკრა, ალბათ მატჩის დასრულებამდე არც ამომისუთქავს."

მიუხედავად დიდი კრიტიკისა ხავისადმი, მან პირველივე მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ვიკტორ ვალდესი:" ლა მასიაში ბევრი ისეთი ფეხბურთელი იზრდება, რომელიც ვერ ახერხებს პირველ გუნდში თამაშს. როცა პატარა ვიყავი ყოველთვის მესმოდა ის, რომ ხავი პირველი გუნდის ფეხბურთელი იყო."

როგორც ზემოთ აღინიშნა, ხავის ჰქონდა მოედნის შესანიშნავი ხედვა. იგი იდეალურად ჯდებოდა "ბარსელონას" სტილში და კარგად არიგებდა ბურთებს. ერთადერთი მისი პრობლემა გადაწყვეტილების გვიან მიღება იყო. პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ ეს პრობლემა უკვაოდ გაქრა.

პუიოლი:" როდესაც ბურთს ვიღებ ვცდილობ ხავის გადავაწოდო, რადგან ვიცი, რომ ის რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებს. ასე მხოლოდ მე არ ვარ. ასე მთელი გუნდი აკეთებს."

ხავი ყოველთვის გვარდიოლას გამგრძელებლად მოიაზრებოდა. მართალია, ხავი ხოსეპის მსგავსად აკეთებდა შორეულ პასებს, მაგრამ გუნდის კაპიტანი არ ყოფილა. მას არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ის ყოველთვის გუნდის ლიდერი ყო.

ინიესტა:" ხავი განსხვავებულია. მას არ უკეთია კაპიტნის სამკლაური, მაგრამ მოედანზე ლაპარაკობს და ალაგებს გუნდს."

ხავიმ "ბარსა ბ-ში" ისწავლა ბურთზე მოპყრობა. მან იცის რა სიმაღლის, რა ძალის და როგორი მოჭრილი დაარტყას. არასდროს ადუნებს ყურადღებას და აქვს საფირმო ფინტიც, რომელიც მხოლოდ მას გამოსდის.

ხავის მძიმე დღეებიც ჰქონდა, რომელიც ტრავმაში აისახა. მას თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. გაცდენილი სეზონი კი კრიტიკოსებისთვის და პრაგმატული გულშემატკივრესათვის მისი ძაგების მიზეზი გახდა.

ხავი:" მეგონა ყველას დავავიწყდი, მაგრამ არასდროს დამავიწყდება დღე, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან ავდექი და მოედანზე შემოსასვლელად გახურება დავიწყე. ტრიბუნაზე ყველამ ტაშის დაკვრა დაიწყო, როდესაც მოედანზე გამოვედი მთელი კამპ ნოუ ფეხზე წამოდგა."

მას შემდეგ ხავის მცირე ტრავმების და ჩავარდების შემდეგ სტაბილური სეზონი დაუდგა. დადგა ის დროც, როდესაც "ოქროს ბურთის" მოგების შანსი, ჰქონდა. მიუხედავად ვერ მოპოვებული ტიტულისა მისი სახელი მაინც ჩაიწერება ისტორიაში, რადგან მან "ბარსელონას" ფორმით 550-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

გვარდიოლა:" იგი "ბარსელონას" ეკუთვნის. იგი ყველასთვის მაგალითია, სწორედ ამიტომ იგი "ბარსელონას" ლეგენდა უნდა გახდეს. ის თავის პოზიციაზე საუკეთესოა."


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
dato_cule 23 მაი 2011 08:06
შეუდარებეეეელ 3
FC Bayern München 23 მაი 2011 01:14
ბრავი ნინი!!! ერთ შესწორებას შევიტან,რატომ დაგავიწყდა აღნიშვნა რომ ხავის 3 თვალი აქვს wink wink wink wink



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი