გალაქტიკოსები მადრიდიდან

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 05-ივნ, 22:439 Richie 1842


1847 წლის დასაწყისში სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი,რომელსაც "სკაიფოოტბოლკლუბ" უწოდეს.ეს იყო მადრიდის "რეალის" წინამორბედი.

არაოფიციალურად ჩამოყალიბებულ საფეხბურთო კლუბ "მადრიდს" თავდაპირველად წრთვნიდა ხულიან პალასიოსი.ეს გუნდი სულ 50 კაცისგან შედგებოდა.

პირველი მოედანი, სადაც "მადრიდი" თამაშობდა,მდებარეობდა "ველასკუესის" ქუჩაზე,ხოლო მეორე მოედანი, სადაც ისინი გადავიდნენ,მდებარეობდა კორიდის მოედნის გვერდით.ამ მოედანზე ხშირად იმყოფებოდა დედოფალი მარია კრისტინა.კლუბი იჯარაში იხდიდა 150 პესეტს წელიწადში,ფეხბურთელებს,იმის გამო,რომ გასახდელი არ ჰქონდათ,ფორმების ჩაცმა საპირფარეშოში უწევდათ.

1902 წლის 6 მარტს,გუნდის მესვეურების მორიგი შეკრებისას,ოფიციალურად შეიქმნა "საფეხბურთო კლუბი მადრიდი".18 აპრილს გუნდის საბჭომ შეიმუშავა კლუბის წესდება,რომელიც 3 თავისა და 22 მუხლისგან შედგებოდა.1902 წლის 22 აპრილს პროვინციის გუბერნატორმა ხოსე სანჩეს გუერამ თანხმობა მისცა საბჭოს გუნდის შექმნაზე.

ალფონსო მეცამეტის ტახტზე ასვლის პატივსაცემად,1902 წლის მაისში,მადრიდის სტადიონ "იპოდრომზე",ლუიზა ბერმენილოს ინიციატივით,რომელიც მუშაობდა სამეფო ოჯახში,გაიმართა ესპანეთის პირველი ჩემპიონატი.ამ ტურნირზე პირველად გაიმართა "მადრიდი-ბარსელონას" შეხვედრა.მაშინ "ბარსელონამ" გაიმარჯვა ანგარიშით 3:1.
ალფონსო ალბინეზ ჯორდანი იყო პირველი ფეხბურთელი,რომელიც გადავიდა "ბარსადან" "მადრიდში".კარლოს პადროსი,მადრიდის პრეზინდეტი 1904-1908 წლებში იყო ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ანტონი,მარსელო და სანტიაგო ბერნაბეუ "საფეხბურთო კლუბ მადრიდს" მე-20 საუკუნის დასაწყისში შეუერდნენ და სამუდამოდ დატოვეს კვალი მის ისტორიაში.ანტონის ჰქონდა ორგანიზაციული ნიჭი:ის იყო საფეხბურთო კლუბ "ბოლონიის" ჩამომყალიბებელი,შემდეგ იგი გახდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.მარსელო იყო წამყვანი მოთამაშე,სანტიაგო ბენრაბეუ კი იყო ყველაფერი გუნდისთვის:მოთამაშე,დელეგატი,უბრალო თანამშრომელი და პრეზიდენტი.

სანტიაგო ბერნაბეუს დებიუტი 1912 წლის 3 მარტს შედგა,როდესაც ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო.ეს იყო ამხანაგული მატჩი ინგლისურ სპორტულ კლუბთან.მადრიდულმა გუნდმა გაიმარჯვა 2:1.ბერნაბეუ თამაშობდა მარცხენა ნახევარმცველად,მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

1931 წლის 14 აპრილს ესპანური რესპუბლიკის შექმნისას, "რეალი" გამოემშვიდობა თავის წოდებას "სამეფო",გვირგვინი გაქრა კლუბის ემბლემიდანაც.

მადრიდის "რეალმა" მის მიერ მოგებული 31 ესპანეთის ჩემპიონის ტიტულებიდან პირველად მოიგო ეს ჯილდო 1931-1932 წლების სეზონში.მადრიდული გუნდი მთელი სეზონის განმმავლობაში დაუმარცხებელი იყო. 1941 წლის 1 იანვარს კლუბმა დაიბრუნა ტიტული "სამეფო" და "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" კვლავ გადაკეთდა საფეხბურთო კლუბ "რეალ მადრიდად".

40-იანი წლები საუკეთესო იყო "რეალისთვის",მაშინ დაიწყო სანტიაგო ბერნაბეუს პრეზიდენტობა და ტიტულების დაბრუნება.

1953 წლის 23 სექტემბერს ალფრედო დი სტეფანო ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ჩავიდა ბარსელონადან მადრიდში.როგორც კი ის შევიდა მადრიდის სადგურ "ატუხაში",მაშინვე გაემართა კლუბისკენ და გაიარა სამედიცინო შემოწმება.

1955 წლის 4 იანვარს გენერალური ასამბლეის წევრებმა წამოაყენეს წინადადება "ჩემორტენის" სტადიონისთვის შეეცვალათ სახელწოდება და ეწოდებინათ "სანტიაგო ბერნაბეუ".

სანტიაგო ბერნაბეუ იყო ერთ-ერთი მათგანი,ვინც აქტიურად უჭერდა მხარს საერთაშორისო ტურნირის ჩამოყალიბებას,რომელიც დღეს ჩემპიონთა ლიგის სახელითაა ცნობილი.1955 წლის 2 აპრილს ევროპის პრესტიჟული კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბნენ პარიზში და ჩამაყალიბეს ეს ტურნირი.
სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა საკუთარ სახლში 1978 წელს 83 წლის ასაკში.

მადრიდის "რეალი" დესაც გამორჩეული გუნდია და მის რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს უთამაშიათ,თუმცა ერთხელ ისიც კი თქვეს მადრიდელებმა,ჩვენს გუნდში ფებურთის მეფე პელეს აუცილებლად უნდა ეთამაშაო,მაგრამ...

მაგრამ მეფეს თუ არ უთამაშია იმ გუნდში, "რეალის" მაისური მოურგიათ ისეთ მოთამაშეებს,როგორებიც იყვნენ ემილიო ბუტრაგენიო,უგო სანჩესი,ზინედინ ზიდანი, რონალდო და კიდევ ბევრი ისეთი მოთამაშე,რომელთაც მაყურებლისთვის უდიდესი სიამოვნება მოუნიჭებიათ.

"სანტიაგო ბერნაბეუ" კი დგას და ამაყია,ვინაიდან ეს არის გუნდის სტადიონი,რომელსაც ტიტულების მოპოვებაში ვერავინ შეედრება, თუმცა დღეს ნამდვილად ტიტულების სიმცირეს განიცდის...


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი