ლადო ვარძელაშვილი მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტს შეხვდა

ფეხბურთი 18-ივნ, 00:319 Sportnews 1953


ესპანეთის პრიმერადივიზიონის ტიტულოვანი კლუბის მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო და კლუბის გენერალური დირექტორი - კლემენტე ვალვერდე თბილისში თბილისის "დინამოს" ახალი ხელმძღვანელობის ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდნენ. ესპანელი სტუმრები საქართველოს დედაქალაქში 17 ივნისს გამთენიას 03:00 საათზე მიუნჰენი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ.

17 ივნისს ენრიკე სერესო და კლემენტე ვალვერდე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს - ვლადიმერ ვარძელაშვილს სამინისტროში შეხვდნენ, სადაც მხარეებმა კლუბებს შორის სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს, ასევე სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის დიდების მუზეუმი დაათვალიერეს.

მინისტრთან შეხვედრას თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი - ზურაბ პოლოლიკაშვილი და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში - ნიკოლოზ ნათბილაძე ესწრებოდნენ.

მინისრტთნ შეხვედრის შემდეგ, ესპანელმა სტუმრებმა ეროვნულ სტადიონზე გადაინაცვლეს, სადაც ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან.

ლადო ვარძელაშვილი:" ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, გამორჩეული გუნდია მადრიდის „ატლეტიკოც", რომლის პრეზიდენტის და გენერალური მდივნის ჩამოსვლა მართლაც სასიხარულოა. ამ ადამიანებს უდიდესი გამოცდილება აქვთ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ. დაგვეხმარებიან მწვრთნელთა გადამზადებაში, ასევე, ბავშვთა მომზადებისთვის საჭირო პროგრამის შედგენაში".

ენრიკე სერესო:" მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან შეხვედრით. ვისაუბრეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე. ვაპირებთ თანამშრომლობას და ჩვენი გამოცდილების გაზიარებას თბილისის „დინამოსთან". დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა შედეგს გამოიღებს".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი