გახარებული საზოგადოება ანუ ჩვენ!

ფეხბურთი 01-ივლ, 12:599 Sportnews 2576


როგორც იცით გუშინ "დინამოს" თამაშზე ერთად წავედით საიტიდან რამოდენიმე კაცი , ყველა მათგანი დამეთანხმება , რომ სტადიონზე დრო ძალიან კარგად გავატარეთ და საკმაოდ კარგი ატმოსფეროც შეიქმნა ჩვენს ირგვლივ.

ჩვენ მოგვიწია ჯდომა (უფრო სწორედ დგომა) გლადიატორების ("დინამოს" ფან-კლუბი) გვერზე , რომლებიც ნამდვილად საკმაოდ დიდ საფეხბურთო ატმოსფეროს ქმნიდნენ მთელი 90 წუთის განმავლობაში მოედანზე და ჩვენ მათ საკმაოდ კარგადაც ავყევით , ერთს ძარღვებიც ეტყობოდა(მიხვდება ვისზეც მაქვს ლაპარაკი ), ერთი ატმოსფეროს კი კარგად აჰყვა , მაგრამ გაუკრვევლობაში იყო ლურჯებისთვის ექომაგა თუ თეთრებისთვის , ეს იმის გამო კი არა, რომ ის პატრიოტი არაა, უბრალოდ იმიტომ , რომ თავიდან ვერ გაიგო "დინამო" რომელი იყო wink .

მაგრამ ჩვენში ერთი ნამდვილად გამორჩეული იყო , ალბათ მიხვდებით ვისზეც მაქვს ლაპარაკი , ამ ადამინს მთელი თამაშის განმავლობაში "დინამოს" ძახილი არ შეუწყვეტია და მთელი თამაში ტამტამს აგუგუნებდა. მე ჩემთვის სულ ვიღიმებოდი და გახარებული სახე მქონდა, რამაც სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია იქ მყოფ ჩემ ახლობლებში. კიდევ გვყავდა ერთი ფანატი , რომელიც თამაშის დროს უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა. ასევე გვყავდა გულშემატკივარი , რომელიც ჩემგან განსხვავებით სულ მუჟმური სახით იყურებოდა.

ჩვენთან ერთად იყვნენ კიდევ რამდენიმე ადამიანი , რომელთა სასაცილო საქციელები არ მახსოვს თუ არ გადახდათ და რის გამოც ბოდიშს გიხდით და მომავალში მათ შესახებაც აუცილებლად დავწერ. მთლიანობაში ნამდვილად სტადიონზე ძალიან კარგი შეკრება გამოგვივიდა , "დინამომაც" სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და უკვე ყველა შემდეგ ეტაფის საშინაო შეხვედრაზე ვფიქრობთ , რომ კვლავ ერთად შესანიშნავი რამდენიმე საათიანი საღამო გავატაროთ.

ყველაზე მთავარი ჩემთვის გუშინდელ შეკრებაზე მესამე ტაიმი იყო , აქაც ბევრი სასაცილო მომენტი გადაგვხდა, მაგრამ ამაზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან მესამე ტაიმი ეს იყო ერთმანეთთან ბოლომდე დაჯიგრების და დაძმაკაცების ტაიმი , ერთმანეთთან ვისაუბრეთ და განვიხილეთ სასურველი თემები და დროც შესანიშნავად გავატარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ჩვენთან ერთად იყო , ასევე დიდი მადლობა ჩემგან გლადიატორებს და ვისურვებ მომავალში უფრო მეტი წავიდეთ.

რაც შეეხება გლადიატორებს, ბევრი სხვა ფანკლუბებისგან განსხვავებით ეს ფანკლუბი გამოირჩევა თავისი ჯიგრიანი გულშემატკვირობით რაც თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენს შეძახილშიც აისახა "საღოლ ბიჭებო მაგრები ხართ" გლადიატორები არიან "დინამოს" სიყვარულით თავიდან ბოლომდე გაჟღენთილი ენტუზიაზმისტები,რაც სურათზე შეგიძლიათ ნახოთ, რომლებმაც საკმაოდ თბილად მიგვიღეს მთელი ესპორტის კოლექტივი ჩაგვრთეს თავის ჯგუფურ გამამხნევებელ შეძახილებში(რამოდენიმე კაცი ჩვენი რიგებიდან თავის რიგებშიც კი გააწევრიანეს უპრობლემოდ), ამგვარად ჩვენი გუშინდელი კარგი განწყობა 2 ტაიმის მაჟორულ ნოტაზე გატარებას საფუძველი ნამდვილად მათ ჩაუყარეს რისთვისაც დიდი მადლობა მათ და იმედია ჩვენი თანამშრომლობა(მეგობრობა) ამით კი არ დასრულდები პირიქით დაიწყება.

P.S. სტატიაში სპეციალურად არაა დასახელებული ჩვენი გუშინდელი გმირების სახელები , ასევე გუშინ ყველაზე მეტად რაზეც დამწყდა გული , ეს იყო , რომ ერთ ადამიანს ჩვენთან ერთად წამოსვლა ძალიან უნდოდა , მაგრამ ვერ მოახერხა გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ის აუცილებლად წამოვა შემდეგ შეკრებაზე და ისიც ჩვენთან ერთად მოილხენს.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4you 1 ივლისი 2011 18:56
ციტატა: admin
მმმ კარგია რაც კარგად მთავრდება

რას გულისხმობ? :D
admin 1 ივლისი 2011 18:54
მმმ კარგია რაც კარგად მთავრდება
slim4you 1 ივლისი 2011 18:30
ციტატა: FCB
არ მგონია..

შენ რა გაბლატავდი ეე
:|
admin 1 ივლისი 2011 17:30
FCB,
ნიიიიიიიიიიიიიინ წამოსულიყავი რა :(
FCB 1 ივლისი 2011 17:23
gvelesa,

არ მგონია..
gvelesa 1 ივლისი 2011 17:15
FCB,
კი ძან მაგრად.21 ში წამოდი
FCB 1 ივლისი 2011 17:11
მოკლედ კარგად გიხალისიათ :D
Eke 1 ივლისი 2011 17:00
რაულიტო,
უელსელებთან თამაშისას აქეთ თუ ვიკნები უეჭველი მად ვარ,თქვენთან ერთად ! love
Sportnews 1 ივლისი 2011 16:36
Eke,
აბა ძმა , მაგრად გაგვიხარდებოდა შენც რომ აქ ყოფილიყავი , იქნებ 21 ს თვის მაინც შეძლო ჩამოსვლა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 1 ივლისი 2011 15:48
admin,
მეტი არაფერი იცი? მაგ ორი ფერი ისედაც ხო იცოდი :D :D :D



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (8)
მაისი 2020 (131)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)