სანაკრებო საგა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 10-ივლ, 08:209 FCB 1733


არგენტინამ კოპა ამერიკა არც ისე დამაჯერებლად დაიწყო. ყველაფერში დამნაშავე კი ლეო მესი გახლდათ.

მივყვეთ ქრონოლოგიურად.

როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გახლდათ მადრიდის "რეალთან", ყველას ახსოვს მისი გარბენი და გატანილი (მეორე) გოლი "მერენგების" კარში. ამით ყველა ანტიმესი და პრაგმატიკოსი გაჩუმდა. აღარ ისმოდა სიტყვები "ეგ ხავიესტას გარეშე არაფერია".

სტატისტიკა კი სხვას მეტყველებს. მესის ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს დაგროვებული, ხოლო ხავისა და ინიესტას საგოლე პასებიდან ჯამში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა მესიმ.

ასევე მეტყველებს არგენტინის ნაკრების შემადგენლობა. ბატისტა ამტკიცებს, რომ მისი გუნდი "ბარსელონას" კლასიკური ტაქტიკით 4-3-3 თამაშობს. ეს ტაქტიკა ითვალისწინებ 2 განაპირა მცველს და 2 ცენტრალურ მცველს. 1 საყრდენ ნახევარმცველს, 1 გამთამაშებელს, 1 შემტევ ნახევარმცველს. 2 ვინგერს და 1 ცენტრფორვარდს. ასე "ბარსაში".

რას შეეხება არგენტინას გუნდში დაცვაში ძანეტი, რომელიც ხშირ შემტხვევაში ან ცენტრალური მცველია ან საყრდენი ნახევარმცველი, ნაკრებში ის განაპირა მცველის ფუნქციას ითავსებს. დაცვაში დანარჩენი პოზიციურად დალაგებულია. მათი კლასი და მომზადება კიდევ სხვა საკითხია. ნახევარდაცვაში თამაშიბს სამი საყრდენი მახევარმცველი და ამ სამიდან არც ერთს შეუძლია ცენტრიდან კარგი პასის გაკეთება ფლანგებზე შეტევის წამოსაწყებად. თავდასხმაში ტევესი, რომელიც ცენტრფორვარდია მარცხენა ფლანგზე თამაშობს, იგივე ფუნქციის ლავეცი მარჯვენა ფლანგზე, ხოლო მთავარი დამნაშავე ფრეთა სერიაში ლეო მესი, რომელიც კლასიკური ცხრა ნომერია.

კლასიკურ ცხრა ნომერს ლეო მესის იმის გამო, რომ ცენტრში არცერთი გამთამაშებელი არ არის, თავად უწევს ჩასვლა ბურთის ფლანგებზე გადასანაწილებლად. ამ დროს მოწინააღმდეგის საჯარიმოს ცენტრში ადგილი თავისუფალია. მოწინააღმდეგის ცენტრალურ მცველებს კი საშუალებას აძლევს უფრო შეავიწროვონ ფლანგებზე მყოფი ფეხბურთელები და ჩაწოდების საშუალება არ მისცენ. თუ ჩაწოდება მაინც მოხერხდა არსებობს ორი ვარიანტი - ან მესიმ ვერ მოასწრო ჩარბენა, ან თუ მოასწრო სიმაღლის გამო ბურთს ვერ შეწვდება და კარისკენ ვერ დაარტყამს.

პირველივე მატჩში როდესაც მოედანზე დი მარია და აგუერო გამოვიდნენ ტაქტიკა ოდნავ შეიცვალა და დალაგდა. პრაგმატიკოსებისთვის კი გავიმეორებ - გოლი მესის მიერ მოპოვებული და გათამაშებულ ჯარიმას მოჰყვა.

ამ დროს უკვე ალაპარაკდნენ ისინი ვინც ამდენი ხანი გაჩუმებულები იყვნენ:" თუ მარადონობა უნდა გუდნი მარტო უნდა გაათრიოს" (არავის ახსოვს ამხანაგურ შეხვედრებში ბრაზილიასთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან როგორ ათრია მისი გუნდი) - ამ დროს იბადება განსხვავება - მარადონამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავური დარტყმით ვან დერ საარისთვის ბურთი თავზე არ გადაუგდიგდია. იგივე ფინალში იგივე გოლკიპერისთვის საჯარიმოს გარედან გოლი არ გაუტანია. არ გამხდარა ზედიზედ ორი ოქროს ბურთის მფლობელი და 23 წლის ასაკში მარადონა ჯერ კიდევ პერსპექტიული ფეხბურთელი იყო. მარადონას არ შეეძლო ცენტრიდან პასი გაეკეთებინა და ერთი-ერთზე გაეყვანა თანაუნდელი.

მე არ ვიცავ ლეო მესის და არ მინდა იგი მარადონაზე მაღლა დავაყენო ან პირიქით. უბრალოდ უნდა დაინახოთ ის რასაც ეს პატარა ბიჭი აკეთებს და არასდროს აყვედრებს ამას ხალხს და გულშემატკივარს.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 10 ივლისი 2011 20:10
მე ვიცი მესის რაც აკლია.... არგენტინის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ხავიესტა და ბუსკეტსი
Sportnews 10 ივლისი 2011 13:42
admin,
რა გადაეკიდე შენ მადრიდის რეალს , რეალი თუ შეუთამაშებელი არაა წელს ნახევარფინალში ვერ გავიდოდა , პლიუს 11 ვარსკვლავი არ თამაშობს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 10 ივლისი 2011 13:37
ლოთარ_მათეუსი,
ალეკო რამოდენიმე მარტივი მიზეზია:
გადაღლილობა,შეუთამაშებლობა, ფეხბურთელების თავის სანაკრებო პოზიციებზე თამაშის არც თუ ისე დიდი გამოცდილება,

რაც შედეგად გვაძლევს მადრიდის რეალის ცნობილ ვარსკვლავურ სენს.
ჩემი აზრით ეს არ შეიძლება გუნდში 11 ვარკვლავი თამაშობდეს თან შეუთამაშებელი!
FCB 10 ივლისი 2011 13:28
რაულიტო,

+1111
Sportnews 10 ივლისი 2011 13:23
ციტატა: ლოთარ_მათეუსი
ოჩაღ ავტორო...რაც შეეხება მესის ბრალეულობას..მართლა ვერ ვხვდები რა სჭირს ამ მართლაც გენიოსს არგენტინის ნაკრებში


შეუთამაშებლობა და ურთიერთგაუგებრობა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 10 ივლისი 2011 13:07
ყოჩაღ ავტორო...რაც შეეხება მესის ბრალეულობას..მართლა ვერ ვხვდები რა სჭირს ამ მართლაც გენიოსს არგენტინის ნაკრებში belay
Mr.Black And White 10 ივლისი 2011 10:40
3 love 2
FCB 10 ივლისი 2011 08:21
ცოტა დიდი კი გამომივიდა მარა არაუშავს :D



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)