საქართველო რეიტინგში 56-ეზეა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 13-ივლ, 12:279 FCB 2131


საქართველოს ეროვნული ნაკრები არამარტო მოედანზე განიცდის პროგრესს. ფიფა-ს რეიტინგში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მსგავსი შედეგი წელს არ ჰქონიათ ისეთ დიდ ნაკრებებს, როგორებიც არიან ბრაზილია, არგენტინა, პორტუგალია და .შ.

საქართველო რეიტინგში 56-ეზეა


2010 წლის პირველი იანვრიდან თემურ ქეცბაია სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ამ დროს ქართველთა გუნდი უიმედო მდგომარეობაში იყო. მსოფლიო რეიტინგში 124-ე ადგილი გვეკავა და გვისწრებდნენ ისეთი ქვეყნები როგორებიც არიან: ეთიოპია, ანტიგუა და ბარბუდა, ნამიბია და სუდანი. ამ ქვეყნებში ფეხბურთი კი არა ცივილიზაციაც არ იყო შესული.

საქართველო რეიტინგში 56-ეზეა


2010 წლის ბოლოს საქართველო 73-ე ადგილზე აღზევდა, ისეთი ქვეყნები კი როგორიც იტალია, რუსეთი ამერიკა და საფრანგეთი გახლავთ, ათეულის მიღმა დარჩნენ.

საქართველო რეიტინგში 56-ეზეა


2011 წელი საქართველოსთვის მეტად წარმატებული გამოდგა. მოიპოვეს გამარჯვება ხორვატებთან და განმეორებით შეხვედრაში უფრო ახლოს იყვნენ მასთან. ბოლო მონაცემებით, საქართველო რეიტინგში 56 ადგილს იკავებს და ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორებიც არიან: პოლონეთი, ნორვეგია, სომხეთი.

საქართველო რეიტინგში 56-ეზეა


არავის ეგონა თუ ევროპის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს პლეი ოფში გასვლის შანსი მაინც თუ ექნებოდა. ნაკრები პროგრესს განიცდის და არის პერსპეტქივაც, რადგან გუნდს აშკარად აკლია ორი უნიჭიერესი ფეხბურთელი (ტრავმის გამო) ჯანო ანანიძე და ლევან ყენია.

საქართველო რეიტინგში 56-ეზეა


ასევე მცირე წარმატება შეინიშნება ქართულ ეროვნულ ქალთა ნაკრებში. გუნდი 117 ადგილს იკავებდა, ამ თვეში კი ისინი 113 ადგილზე გადავიდნენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 13 ივლისი 2011 23:21
ჩვენი საუკეთესო შედეგი 42 ადგილია?? როგორც მე ვიცი ეს არის საუკეთესო შედეგი და ახლა ნებისმიერი პროსგერსი საუკეთესო ითვლება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 13 ივლისი 2011 13:33
admin,

ბოლოს წინა სურათზე ვარსკვლავი სილამაზისთვის კი არაა :D:D
admin 13 ივლისი 2011 13:26
ნინ ძაან კარგი სტატია გამოვიდა მგონი :) სხვები რას იტყვიან ვნახოთ :)
slim4you 13 ივლისი 2011 13:20
admin,
ნინიმ მითხრა,
იდეაში დავწერე კიდეც სტატიაში მარა არ ჩანს :D
admin 13 ივლისი 2011 13:10
ციტატა: slim4you
42

სად ნახე მაგ :)

აფსუს ხორვატიასთვის რომ მოგვეგო 2ადგილით წინ ავიდოდით კიდე :)
slim4you 13 ივლისი 2011 13:02
admin,
42–ე ყოფილა საუკეთესო შედეგი :)
ეხლა ჩაემატა ეგ :)
gvelesa 13 ივლისი 2011 12:52
117 ადგილიდან 56 გადმოსვლა კაია : )
admin 13 ივლისი 2011 12:51
slim4you,
არა უკეთესი არასდროს არ გვქონია
Mr.Black And White 13 ივლისი 2011 12:36
აუ მოგვეგო ხორვატიასთან...
slim4you 13 ივლისი 2011 12:31
კარგი ინფო–ა :)
ამაზე კარგი პოზიცია გვქონია როდისმე საერთოდ?
ეჭვი არ მეპარება კიდევ გაგრძელდება პროგრესი.

8



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (203)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი