ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ კარიერა დაასრულა

ფეხბურთი 16-ივლ, 17:039 admin 2307


14 ივლის,მარსელ სიტის ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ რომ კლუბის 35 წლის ფრანგი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირამ კარიერა დაასრულა. ფრანგული ფეხბურთის ლეგენდისთვის კლუბის მესვეურებმა უკვე მოძებნეს საკადრისი ადგილი კლუბის მმართველობაში.

წელს ვიეირა გახდა თავისუფალი აგენტი და ის სათავეში ჩაუდგა მარსელ სიტის ახალგაზრდობის განვითარების დეპარტამენტს, ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

პატრიკ ვიეირა ერთერთი ყველაზე ქარიზმატული ფეხბურთელია XX - XXI საუკუნეებში. პროფესიონალური კარიერა მან მშობლიურ კანში დაიწყო, ამის მერე იყო არც თუ ისე წარმატებული ვოიაჟი მილანში 20 წლის ასაკში (თუმცა მაშინთვე მოიგო სკუდეტო), აი ამის შემდეგ კი იყო ლონდონის არსენალი, სადაც პატრიკმა გაატარა 10 სეზონი, და მ კლუბის რიგებში ჩაატარა 279 მატჩი.

მის კარიერაში იყო ისეთი გუნდებიც როგორიცაა იუვენტუსი ინტერი და მანჩესტერ სიტი. ყველა თავის იტალიურ კლუბში ნახევარმცველმა იქაური თასების მოპოვება შეძლო, სიტიში კი ინგლისის თასი მოიგო, ხოლო არსენალის რიგებში გახდა მრავალგზის ჩემპიონი, ასევე ქვეყნის თასისა და სუპერთასის მგლობელი. თუმცა თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მან ვერცერთხელ ვერ მოიგო ევრო თასები.

ხოლო რაც შეეხება მის როგორც ფეხბურთელის ყველაზე დიდ წარმატებას მოედანზე (1998) მსოლიოსა და (2000)წელს ევროპის ჩემპიონობაა აღსანიშნავი საფრანგეთის ნაკრების რიგებში. 2004-2009წლებში ვიერირა სამფერიანების კაპიტანიც იყო. 1998 წელს წარმატების შემდეგ ვიეირა გახდა საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მფლობელიც.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი