რიკელმე ნაკრებში დაბრუნებაზე ალაპარაკდა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 27-ივლ, 06:119 FCB 1550


"ბოკა ხუნიორსის" ლიდერმა რომან რიკელმემ განაცხადა, რომ ახალი მწვრთნელის სურვილის შემთხვევაში იგი მზადაა მშობლიურ ნაკრებს დაუბრუნდეს.

33 წლის ფეხბურთელმა ეს განცხადება პირდაპირ ჟურნალისტებთან გააკეთა. მას არგენტინის ფორმა 2 წელია არ მოურგია. მარადონამ იგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის არ გამოიძახა, მაგრამ იგი არ განაწყენებულა და მზადაა ქვეყანას კვლავ ემსახუროს.

"თუ ნაკრებს დავჭირდები მას დაუფიქრებლად დავეხმარები. თუ რაიმე ცუდი არ მოხდა, ყველა შემთხვევაში შემიძლია ვითამაშო."

რიკელმემ მწვრთნელებთან დაკავშირებით პრობლემაზეც განაცხადა:" იმედი მაქვს არგენტინის ფედერაცია ამჯერად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. გუნდზე 8-9 თვეში ახალი მწვრთნელის მოსვლა კარგ გავლენას არ მოახდენს."

რომანმა რა თქმა უნდა მესის საკითხიც განიხილა:" არ მინდა ვინმე გავანაწყენო, მაგრამ საკმაოდ უცნაირი სამშობლო მაქვს. არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, რომელმაც კოპა ამერიკაზე სამი კაცის მოვალეობა შეასრულა. თუ ნაკრები აგებს ყველაფერს მესის აბრალებენ." - დაასრულა რიკელმემ.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (1)
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)