ჩელსი იგუაინით ინტერესდება

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 01-ნოე, 21:179 Richie 1673


როგორც მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "რეალში" დარჩა. ბოლო დროს არგენტინელი არაჩვეულებრივად ათამაშდა და უკვე იგი ბენზემას დიდ კონკურენციას უწევს. ეს რათქმაუნდა დიდ გუნდებს არ გამორჩენიათ, რადგან ყველას ყოველთვის სურს ყავდეს გონსალოს მსგავსი ფეხბურთელი.

ამჯერად ყველა დიდ გუნდს ლონდონის "ჩელსიმ" დაასწრო. სოციალურ ქსელში თავის ბლოგზე ხავიერ მატალანასმა დაწერა, რომ "ლურჯები" ყველანაირად შეეცდებიან გონსალო იგუაინი 2013 წლის ზაფხულამდე ლონდონში გადაიყვანონ.

ალბათ ყველა ვხვდებით რა არის ანდრე ვილიაშ-ბოაშის ამ გადაწყვეტილების მიზეზი. დიდიერ დროგბა და ნიკოლას ანელკა უკვე ასაკში არიან. გარდა ამისა 3 ახალწვეული: რომელუ ლუკაკუ, ორიოლ რომეუ და ხუან მატა არც ისე მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობენ, მათგან გამორჩეული ხუან მატაა.

"ანდრე ვილიაშ-ბოაში მოხიბლულია არგენტინელი ფეხბურთელით და იგი მის გადაბირებას ეცდება. რომან აბრამოვიჩი გონსალო იგუაინში ნებისმიერ თანხას გადაიხდის." წერს ხავიერ მატალანასი

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინს "რეალთან" კონტრაქტი 2016 წლამდე უგრძელდება ხოლო მისი გაწყვეტა 150 მილიონი ევრო ღირს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (111)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი