ნუ გეწყინებათ მადრიდელებო ის საუკეთესოა!

ფეხბურთი 02-ნოე, 23:149 RM-RM 2406


ალბათ სტატიის სათაური საინტერესოდ მოგეჩვენათ, შეიძლება ბევრი თქვენგანი მიხვდა კიდევაც რაზე უნდა ვისაუბრო ამ სტატიაში, შეიძლება ბევრი ვერც მიხვდა, ბევრი წინატექსტის გარეშე გეტყვით, რომ გადავწყვიტე მესიზე დამეწერა.

პირადად მე "რეალის" გულშემატკივარი ვარ, ბოლო რამდენიმე წელი ამ გუნდის არც ერთი შეხვედრა არ გამომიტოვებია, ბევრჯერ მიტირია ჩემი გუნდისთვის და არც მიმაჩნია ეს სასირცხვილოდ , პირიქით ვამაყომ ამით და ვამაყოფ, რომ "სამეფო გუნდის" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ დღეს ჩვენც მადრიდისტებმა და ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ მესი საუკეთესოა.

ორი წლის წინ მივიჩნევდი და ვკამათობდი, რომ რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელი იყო ისევე როგორც ყველა მადრიდისტა, მაგრამ ბოლო დროს ამ კითხვა უკანა ფლანგზე გადაინაცვლა, ყველა ვაღიარებთ, რომ მესი საუკეთესოა (თუმცა ასევე უნდა ვთქვა, რომ ბევრსაც კვლავ მიაჩნია რონალდუ საუკეთესო).

ბოლო დროს მესი მართლაც ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს, რა გინდ სამწუხარო უნდა იყოს ეს ყველაზე კარგად მადრიდისტებმა ვიცით, მივიჩნევ, რომ იყო საყვარელი გუნდის გულშემატკივარი ჭირშიც და ლხინშიც უდიდესი უნარია, მაგრამ უფრო ვაფასებ იმ ადამიანს ვინც ობიექტურობის უნარს არ კარგავს. გასაგებია, რომ გვინდა "რეალის" ფეხბურთელი იყოს საუკეთესო, მაგრამ დღეს მესი მართლაც შეუდარებელია.

სულ მალე წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებენ და თითქმის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ ტიტულს მესი მოიგებს, ეს იქნება უკვე მისი მესამედ ზედიზედ ოქროს ბურთის ტიტული, რაც კიდევ ერთი მიხწევაა.

მიუხედავად იმის, რომ მრავალჯერ ავღნიშნე, რომ მესი საუკეთესოა, მაინც ვთლი, რომ საკმარისია "რეალის" წარმატება და რონალდუს უფრო ოდნავ მომატებული თამაში, რომ მას შეუძლია მესის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ჩამოართვას.

მთლიანობაში იმის თქმა მინდა, რომ სულაც არ არის სასირცხვილო თუ ვაღიარებთ, რომ არგენტინელი საუკეთესოა, რაც ნამდვილად სიმართლეს შეეფერება, მაგრამ უნდა დავრჩეთ ჩვენი საყვარელი გუნდის ფეხბურთელების გულშემატკივრებად და უნდა ვუგულშემატკივროთ, რომ სწორედ ჩვენი კუმირი გახდეს საუკეთესო. (არ მაქვს საუბარი მარტო რონალდუზე და რეალის გულშემატკივრებზე, საუბარი მაქვს ფეხბურთის ყველა მოყვარულზე).

P.S. შეიძლება ბევრმა "რეალის" გულშემატკივარმა წაიკითხოს ეს სტატია და არ მოეწონოს ჩემი დაწერილი და ჩემში ეჭვი შეიტანოს, როგორც "რეალის" გულშემატკივარი, მაგრამ მერწმუნეთ მე მართლა ნამდვილი მადრიდისტა ვარ და ჩემზე ძალიან არავის გაუხარდება თუ სწორედ "რეალის" ფეხბურთელი იქნება საუკეთესო და ძალიან გამიჭირდა ამ სტატიის დაწერა, მაგრამ ფაქტი სახეზეა და სიმართლის დამალვა არაფერს მოგვცემს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
maurinio 4 ნოემბერი 2011 18:34
ar geckinos da tu martla ase magra gikvars reali amas ar unda cerde mesi dgesdgeobit sauketesoa radgan sauketeso gundshi tamashobs mara me bevrger mitkvams da gavimeoreb ro ronaldo mesis kvelaprit goobia driblingis garda mesi ro realshi ikos ronaldo kide barsashi darcmunebuli var ronaldo sauketeso ikneboda

ise am statias ak ra unda pexburtshi rato ar aris ? :D
Mr.Black And White 3 ნოემბერი 2011 00:19
მიყვარს ობიექტური ხალხი love
Sportnews 2 ნოემბერი 2011 23:17
ყოჩაღ კაი სტატია, მართლაც ძალიან სამწუხაროა, რომ სიმართლეა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (123)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი