რაფაელ ვან დერ ვაარტი გახარებულია საკუთარი შედეგით

ფეხბურთი 03-ნოე, 22:599 Dark Dante 1467


ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა ბოლო სამ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა შეძლო...

,,ზოგჯერ ვატარებ ისეთ შეხვედრებს სადაც გოლი არ გამაქვს, თუმცა ბოლო რამდენიმე თამაშია ეს გამომდის. მე გულშემატკივრისათვის ვთამაშობ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ისინი ყიდულობენ ბილეთებს მოდიან სტადიონზე იმისთვის რომ ნახონ რაიმე კარგი და საინტერესო. მთელი გუნდი მხოლოდ მათთვის თამაშობს და ამიტომ ეს ოთხი გოლი არ არის მხოლოდ ჩემი, ეს გუნდს ეკუთვნის"

ჰოლანდიელი ასევე შეეხო ახალ ფეხბურთელებს რომლებიც მის გუნდში ტრანსფერების შემდეგ გამოჩნდნენ:

,,ადებაიორი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ის ბევრს მუშაობს გუნდისთვის როცა მას გოლი არ გააქვს აკეთებს საგოლე პასებს სწრაფი და ტექნიკურია ამიტომ ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენს გუნდში."

,,რაც შეეხება სკოტ პარკერს ის ჩვენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია არაჩვეულებრივია რასაც ის ბურთით აკეთებს: ფინტები, მოძრაობები, პასები სასიამოვნოა როცა მის თამაშს უყურებ"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი