ლევან ხმალაძე: გუნდის თითოეული წევრისგან დიდ თანადგომას ვგრძნობ

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 09-ნოე, 15:169 Dark Dante 1656


თბილისის დინამოს ერთ–ერთი ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელი ლევან ხმალაძე რომელიც ტრამვის გამო უკვე ხუთი თვეა რაც უქმად იმყოფება ამბობს რომ გუნდის თითოეული წევრისგან დიდ თანადგომას გრძნობს...

როგორც თბილისის დინამოს ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება ლევან ხმალაძე უკვე მალე დაუბრუნდება მოედანს და შეძლებს თამაშს, 26 წლის ფეხბურთელმა უკვე შეძლო და დინამოს მაისურით 127 ოფოციალური შეხვედრა გამართა.

,,მკურნალობის პროცესის ნახევარი უკვე განვლილია. ახლა სომხეთში გამა-გამოსხივებაზე მიწევს წასვლა. ხუთი პროცედურა დამრჩა ჩასატარებელი და დღეიდან სამ კვირაში იმედი მაქვს მსუბუქად ვარჯიშსაც დავიწყებ. ვგრძნობ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ ვარ მზად, თორემ ახლავე დავიწყებდი გუნდთან ერთად ვარჯიშს. გუნდის თითოეული წევრისგან დიდ თანადგომას ვგრძნობ. ჩემთვის ძალიან დადებითი მომენტია, როდესაც მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული, ხელმძღვანელობით დასრულებული ყველა შენი გამოჯანმრთელებით არის დაინტერესებული. რისთვისაც მათ დიდ მადლობას გადავუხდი." განაცხადა ფეხბურთელმა გუნდის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი