ჩავი: რეალსა და ჩვენ შორის მხოლოდ 3 ქულაა და წინ კიდევ ბევრი თამაშია

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 09-ნოე, 15:349 Dark Dante 1376


ბარსელონას ცენტრალური ნახევარმცვალი მშვიდად გრძნობს თავს და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში რომ რეალი ბარსელონას ლა ლიგაში სულ რაღაც 3 ქულით უსწრებს...

ორშაბატს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ესპანელმა ნახევარმცველმა განაცხადა რომ ბარსელონას ფანებს პესიმისტურად განწყობის მიზეზი არ აქვთ და 3 ქულა არ აძლევს არავის იმის საბაბს რომ წინასწარ რაიმე თქვას ჩემპიონობაზე.

,,მიუხედავად იმისა რომ რეალი 3 ქულის სხვაობით გვისწრებს საგანგაშო არაფერია რადგან წინ კიდევ ძალიან ბევრი თამაშია გუნდი კი ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება."

ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა მისი გუნდის ბოლო შეხვედრაზე რომელიც სტუმრად ბილბაოსთან გამართა და ფრედ 2–2 დაასრულა: ,,ეს სეზონის საუკეთესო შეხვედრა იყო, ასეთი თამაშები ყველას გვიყვარს გუნდში."

ჩავიმ ასევე ისაუბრა ამ სეზონის მნიშვნელობაზე: ,,სეზონი უფრო გართულდა გუნდები გაცილებით გაძლიერდნენ და ძნელი იქნება ამ გზის გავლა მითუმეტეს თუ გამარჯვება გვინდა, თუ ვინმე ამბობს, რომ ლა ლიგა მხოლოდ ორი გუნდის ჩემპიონატია ძალიან ცდება, აქ ბევრი მაღალი დონის კლუბია თამაში ყოველ წელს უფრო და უფრო რთულდება."


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (151)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი