19-წლამდელებს ბოსნია, ხორვატია და ავსტრია შეხვდათ

ფეხბურთი / საქართველო 29-ნოე, 17:159 Dark Dante 1646


საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ შესარჩევ რაუნდში ბოსნიასთან, ხორვატიასა და ავსტრიასთან მოხვდა...

ამ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალრ ეტაპზე მხოლოდ პირველ ადგილზე გასული გუნდი ითამაებს. ევროპირველობა 3-15 ივლისს ესტონეთში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, ჩვენი ჯგუფის ოთხეულიდან რომელი უმასპინძლებს საკვალიფიკაციო მატჩებს, ცნობილია, რომ ელიტ- რაუნდი მაისში უნდა ჩატარდეს.

ქართველმა 19-წლამდელებმა პირველი ეტაპი თურქეთში ჩაატარეს, სადაც სამ თამაშში შვიდი ქულა მოაგროვეს, მოუგეს პოლონეთს და ლუქსემბურგს, ხოლო მასპინძელ თურქეთთან ფრე ითამაშეს და ამ შედეგებით ელიტ-რაუნდში პირველი ადგილით გავიდნენ.

ქართველთა მომავალმა მეტოქეებმა, ბოსნიამ და ხორვატიამაც პირველი ადგილებით გაიარეს საწყისი ეტაპი. ბოსნიამ ჯგუფში სამივე თამაში მოიგო, ხორვატიამ კი საქართველოსავით 7 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება ავსტრიას, ამ გუნდმა პირველ ერაპზე ერთი მოგება და ორი ფრე მოაგროვა და ელიტ-რაუნდში მეორე ადგილით გავიდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Alex_Song 29 ნოემბერი 2011 17:33
მიდით გიჯებო:*:*:*



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (255)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი