Image

ჭორი თუ სიამდვილე ? - ჰალკი შემოწმებას გაივლის ?!

ფეხბურთი 22-აგვ, 08:459 datopagava23 2502


















უკვე 4 წელიწადია გასული მას მერე, რაც ''პორტუს'' ბრაზილიელი ფეხბურთელი ჰალკი ამ გუნდში ირიცხება და ''ეშტადიო დუ დრაგაუზე'' გატარებული ამ ხნის განმავლობაში სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ დაახლოებით 200 მატჩი ჩაატარა და 87 გოლი აქვს შეგდებული.

როგორც თავად თავდამსხმელი მიიჩნევს, იგი ღირსია იმისა, რომ თავი სხვა, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში მოსინჯოს. მისი შეძენა კი ძალიან უნდა ''ჩელსის'', რომელმაც შარშანაც შესთავაზა პორტუგალიელებს წინადადება, მაგრამ მაშინ მკვახე უარი მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს წელსაც არ დაუკლიათ ცდა და როგორც ჩანს, მათმა უდიდესმა სურვილმა შედეგი გამოიღო: თავად ჰალკი ირწმუნება, რომ იგი უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს და ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად მიფრინავს.

ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მფლობელები ოფიციალურად ამ ტრანსფერის შესახებ კვირის ბოლომდე გაახმაურებენ — სატრანსფერო ფასი 32 მილიონი ფუნტ სტერლინგია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 22 აგვისტო 2012 12:58
ჭორია ჭორი :D
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (203)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა