Image

ტულუზა წაგებისაგან მეკარემ იხსნა !

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 23-სექ, 14:469 JFT96 1776


















ტულუზა–რენის შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.მოგეხსენებათ გუშინ საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა.ერთმანეთს ტულუზა და რენი დაუპირისპირდნენ.შეხვედრა საინტერესო გამოდგა.ანგარიში სტუმრებმა გახსნეს მეცხრე წუთზე.თავი პიტროიპამ გამოიჩინა.ტულუზამ მალევე გაათანაბრა.შეხვედრის 24–ე წუთზე იედერმა გაიტანა.მეორე ტაიმში რენი კვლავ დაწინაურდა.63–ე წუთზე მევლუთ ერდინგმა რენი წინ დაიყვანა და თითქოს თამაში რენის სასარგებლოდ უნდა დამთავრებულიყო,თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე რენის კარის მიმართულებით დაინიშნა არცთუსახიფათო სტანდარტი. ვინაიდან ტულუზას დასაკარგი აღარაფერი ქონდა,მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩავიდა ტულუზას გოლკიპერი ალი აჰამადა.სახიფათო ჩაწოდების შედეგად სწორედ მან შეძლო გოლის გატანა.ალიმ აკრობატულ ნახტომში შეძლო თავით გადაეგზავნა კარისკენ ბურთი და ეს მშვენივრად გააკეთა.ამ ადამიანმა საკუთარი გუნდი და ქომაგები ააღელვა,რადგან 2 ბურთი გაუშვა და ლამის გუნდმა წააგო,თუმცა თავისივე შეცდომები საბოლოოდ გამოასწორა და სტადიონზეც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ასეთი ფაქტები ხშირი არაა,თუმცა ფეხბურთის ისტორიაში რამოდენიმე არსებობს.ალი აჰამადაც გახდა ამ საინტერესო ფაქტის მონაწილე დაგმირი.ტულუზას ისტორიაში მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა და გულშემატკივრებს ეს ფაქტი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
JFT96 23 სექტემბერი 2012 16:23
აბაა :D:D:D
iventusi_rati 23 სექტემბერი 2012 16:12
თან რა მაგარი გოლი იყო.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა